Nucavas41
Απαντήσεις συζητήσεων που έγιναν
-
ΣυντάκτηςΔημοσιεύσεις
-
Nucavas41
Συμμετέχωνკვლევებით დადგენილია, რომ საკლასო ოთახში უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისათვის. აუცილებელია მოსწავლეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი საკლასო გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი სასწავლო პროცესის მართვა/დაგეგმვაში. გარემო, სადაც მოსწავლეები თავს მასწავლებლის პარტნიორებად, სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გრძნობენ, ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ზრდასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას .
Nucavas41
Συμμετέχωνაღმოჩნდა, რომ შინაგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, ხასიათდებიან თვითრეგულაციის/თვითკონტროლის მაღალი უნარით და ზოგადად უფრო დადებითი განწყობა აქვთ განათლების, სწავლის მიმართ . შინაგანად მოტივირებული მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან .
გარეგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები ხასიათდებიან სირთულეების და რისკის მიმართ მკაფიოდ გამოხატული შიშით. როგორც წესი, ასეთი მოსწავლეების მიზანია, ნებისმიერ სიტუაციაში ძალისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული გარეგანი მოტივაცია თითქმის შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას .
სასწავლო გარემოს უდიდესი გავლენა აქვს მოსწავლეთა მოტივაციაზე . არსებობს სასწავლო გარემოს რამდენიმე კომპონენტი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისთვის. ეს კომპონენტებია – სასწავლო აქტივობები, მოსწავლეთა შეფასება/წახალისება და კონტროლის/პასუხისმგებლობების განაწილება.Nucavas41

Συμμετέχωνმოტივაცია მოსწავლის ცნობისმოყვარეობისათვის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობს განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას . ტერმინი “მოტივაცია” ფსიქოლოგიაში დაახლოებით 100 წლის წინ დამკვიდრდა და არსებობის მანძილზე, ფაქტობრივად, არ შეუცვლია პირვანდელი მნიშვნელობა . მოტივაცია არის ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ენერგიის მიმართვას გარკვეული (ადამიანისთვის სასურველი) მიმართულებით . პედაგოგიკაში და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს “მოტივაცია” იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისათვის.
იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს მოსწავლის ინტერესს, რა განაპირობებს მის ქცევას, სპეციალურ ლიტერატურაში განასხვავებენ მოტივაციის ორ ფორმას – შინაგან და გარეგან მოტივაციას .
შინაგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, კონკრეტული ქცევის /მისი შედეგების მიმართ შინაგანი იტერესით. ასე მაგალითად, შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის თავისთავად ღირებულია, საინტერესო და სასიამოვნოა, შესაბამისად, მისი განხორციელება შინაგანი კმაყოფილების გრძნობასთან არის დაკავშირებული.Nucavas41
Συμμετέχων`
Nucavas41
Συμμετέχων`
-
ΣυντάκτηςΔημοσιεύσεις