COSERE_WP4_Handbook_KA

12 | COSERE 14. მასწავლებლებთან ერთად ვაიდენტიფიცირებ გუნდების აკადემიურ საჭიროებებს. 15. ვუთმობ დროს თანამშრომლობასა და ურთიერთსწავლას. 16. ვესაუბრები მასწავლებლებს მათ საქმიანობაზე, რათა დაცულად იგრძნონ თავი; მასწავლებლებს არ ვყოფ კარგ და ცუდ მასწავლებლებად. 17. ვახორციელებ ინვესტიციას მასწავლებლების სწავლების, ქოუჩინგის, სუპერვიზიის ან კოლეგიალური მხარდაჭერის სხვა ფორმების მიმართულებით. 18. სკოლაში ვქმნი ფიზიკურ სივრცეს გუნდური აქტივობებისთვის. 19. მასწავლებლებს ვუქმნი შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. 20. მხარს ვუჭერ მასწავლებლების პიროვნულ განვითარებას, რათა უკეთ შეძლონ კომუნიკაცია და დაამყარონ სანდო კოლეგიალური ურთიერთობები. 21. ვაფასებ თანამშრომლობის მოსურნე მასწავლებლებს. 22. ვაკვირდები, თუ როგორ სწავლობენ მასწავლებლები ერთმანეთისგან. 23. მასწავლებლებს ვასწავლი თანამშრომლობის შედეგების შეფასებასა და რეფლექსიას. 24. შემიძლია სიტყვიერად და ფინანსურად დავაფასო პედაგოგებს შორის თანამშრომლობითი და ერთობლივი სწავლისთვის გაწეული ძალისხმევა. 25. სკოლა ღიაა გარე სამყაროსთვის – მშობლებისთვის, ადგილობრივი თემისთვის, ვმასპინძლობთ ვიზიტორებს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=