COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 57 ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა: მრავალფეროვანი პერსპექტივებისა და გამოცდილების გამოყენება. რასაკვირველია, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხშირად უხილავი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება მთლიანი პროცესის განმავლობაში. ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, რთული მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც კათედრები მკვეთრად იზოლირებული ან განსხვავებულია და ინდივიდუალურ სტილში მუშაობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მცირე ზომის კოლექტივები უფრო სწრაფად უმკლავდებიან კომუნიკაციის არაეფექტურობის სირთულეებს“ (Forbes, 2021). როგორც ასეთი, მცირე მასშტაბის ინტერდისციპლინარულ ინიციატივებში, მათ შორის საკლასო ოთახში შესასრულებელ პროექტებში, ზოგადად სირთულეები ნაკლებად ფიქსირდება ეფექტური კომუნიკაციის კუთხით, განსხვავებით დიდი ზომის დაწესებულებებში განსახორციელებელი აქტივობებისა. როსისა და იაროსის კვლევაში აღნიშნულია, რომ „ერთმანეთის დისციპლინებისადმი პატივისცემა, წარმატებული თანამშრომლობითი სწავლების აუცილებელი ქვაკუთხედია“ (Ross & Jarosz, 1978). ეს ფილოსოფია, უდავოდ, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროცესზეც ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი დისციპლინა აუცილებლად ასრულებს „წამყვანის“ როლს ნებისმიერ ინტერდისციპლინურ აქტივობაში, წამყვანი საგნის თემებს აუცილებლად უნდა დაემატოს სხვა დისციპლინებში არსებული ხედვები და ამგვარად იქნას დაცული პატივისცემის პრინციპი - ვინაიდან პატივისცემა ეფექტური კომუნიკაციის ფუნდამენტური კომპონენტია. პატივისცემა განსხვავებული პერსპექტივებისა და გამოცდილებისადმი, უფრო მეტად ამდიდრებს როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების გამოცდილებას და აძლიერებს ემპირიულ და კონსტრუქტივისტულ სწავლებას. რაც არ უნდა არალოგიკურად ჟღერდეს, როგორც წესი, პოტენციურ პარტნიორებს ზომაზე მეტ კომუნიკაციას ურჩევენ. რეგულარულად და საიმედოდ მიაწოდეთ თქვენს კოლეგებს ინფორმაცია ნებისმიერი განვითარებული მოვლენის შესახებ, მისი დაფიქსირებისთანავე. თუკი წააწყდებით პოტენციურად სასარგებლო სიტუაციურ ანალიზს, შაბლონს ან სტატიას, მაშინვე გააცანით ის თქვენს კოლეგებს. არ დაგავიწყდეთ ისეთი ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, როგორიცაა „Microsoft Teams“ და ასევე იქონიეთ არხი კროსკურიკულარული კათედრებისთვის, რათა დეტალური ინფორმაცია რეალურ დროში გაუზიაროთ ერთმანეთს. ეს ყველაფერი ამარტივებს კომუნიკაციას და იძლევა სწრაფ რეზულტატს“ (Forbes, 2021). • პრაქტიკული დაგეგმვის სესია: ვრცელი საკითხავის შემდეგ, დროა ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანოთ! მოიწვიეთ კოლეგები და დააკომპლექტეთ ჯგუფი ინტერდისციპლინური თანამშრომლობით დაინტერესებული 4-5 პედაგოგისგან. გამოიყენეთ ამ ქვეთავში მოცემული შაბლონი და რჩევები, რომლებიც შეგიძლიათ მოარგოთ და შეცვალოთ თქვენი შეხედულებისამებრ; მიზნად დაისახეთ ინტერდისციპლინური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელშიც კონკრეტულად და დეტალურად იქნება აღწერილი კონკრეტული პროექტი ან აქტივობა.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=