66 | COSERE • საუკეთესო შედეგების აღიარება: eTwinning-ი აღიარებს მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების წვლილსა და მიღწევებს პრესტიჟული პრიზების მეშვეობით, როგორებიცაა ევროპული ჯილდო და ევროპული ხარისხის ნიშანი. პრიზებით აღინიშნება პროექტებში მიღწეული გამორჩეული წარმატება, რაც შთააგონებს მონაწილეებს, მუდმივად ეძიონ ინოვაციები და სრულყოფილება სწავლა-სწავლების პროცესში. • eTwinning-ის სკოლის ნიშანი: სკოლებს,რომლებიცმტკიცეერთგულებასგამოხატავენ გაზიარებადი ლიდერობისადმი და გამოირჩევიან მიღწევებით ციფრული თუ eSafety პრაქტიკის მიმართულებით, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ პრესტიჟული eTwinning-ის სკოლის ნიშანი. აღნიშნული ჯილდოთი ხდება სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ინოვაციების ლიდერის, აღიარება და სკოლის ერთგულების ხაზგასმა უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს ხელშეწყობისადმი. • პროფესიულ საგანმანათლებლო ჯგუფებში მონაწილეობა: eTwinning-ი მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს შეუერთდნენ პორტალზე არსებულ სხვადასხვა ჯგუფს, სადაც შეძლებენ გაცვალონ იდეები, გაუზიარონ ერთმანეთს სასწავლო აქტივობები, აღმოაჩინონ სასარგებლო ინსტრუმენტები თუ რესურსები, დაუკავშირდნენ თანამოაზრე პროფესიონალებს. თანამშრომლობითი სივრცე ხელს უწყობს უწყვეტი სწავლის, კრეატიულობისა და შთაგონების კულტურის დანერგვას. დასასრულს, eTwinning-ში გაწევრიანებით, პედაგოგებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააძლიერონ მოსწავლეები, რათა ისინი გახდნენ გლობალური მოქალაქეები და მთელი ცხოვრების მანძილზე ისწრაფონ ცოდნის მიღებისაკენ, ამავდროულად გაიმდიდრონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და გაიფართოონ პროფესიული კავშირები. • eTwinning-ში გასაწევრიანებლად, მიჰყევით ინსტრუქციას შემდეგ ბმულზე: https:// www.esep-support.eu/en-GB/guides/getting-started-on-the-platform/introduction-to-eu-login • დამატებითი ინფორმაცია eTwinning-ის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https:// www.esep-support.eu/en-GB
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=