10 | COSERE უნითი 2. სკოლის დირექტორის როლი კოლეგიალური მხარდაჭერის ხელშეწყობაში 2.1. სკოლის ლიდერის როლი • რას ნიშნავს ტრანსფორმაციული ლიდერობა? • რას ნიშნავს გაზიარებადი ლიდერობა? ვერბიესტი (2008) ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს 3 ჯგუფად ყოფს და გვთავაზობს სკოლის დირექტორის 3 საბაზისო როლს: • „კულტურის განმავითარებლის“ როლი გულისხმობს საერთო ღირებულებების, შეხედულებებისა და სტანდარტების ფორმირების, გავრცელებისა და ჩანერგვის მხარდაჭერას, ინკლუზიური პროფესიული განათლების კულტურის დასანერგად. • „პედაგოგის“ როლი ნიშნავს კოლექტივის წევრების ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო პროცესების ინტენსივობისა და ხარისხის ხელშეწყობას, რათა წახალისდეს სიღრმისეული სასწავლო პროცესი. • „არქიტექტორის“ როლი ნიშნავს სტრუქტურების, პროცესებისა და სისტემების შექმნას სკოლაში და სკოლებს შორის, რაც აძლიერებს პერსონალური და ინტერპერსონალური სასწავლო შესაძლებლობების განვითარებას. ინსტრუქცია კითხვარის გამოყენებით, განსაზღვრეთ თქვენი როლი სკოლაში კოლეგიალობისა და ურთიერთობების მხარდაჭერის კუთხით (შედეგები იხილეთ კითხვარის ბოლოს მოცემულ ცხრილში.) გამოხატეთ თქვენი შეხედულება ქვემოთ მოცემულ შკალაზე საერთოდ არ ვეთანხმები 1 2 3 4 5 6 სრულიად ვეთანხმები
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=