COSERE | 9 დასკვნების გაკეთებამდე, სკოლის ხელმძღვანელები/მონაწილეები აგროვებენ და სწავლობენ მონაცემებს. თუკი მიიჩნევთ, რომ ზუსტად იცით, რის თქმას აპირებს ან რას ფიქრობს რომელიმე მათგანი, თქვენ უკვე კიბის ზედა საფეხურთან იმყოფებით (და სავარაუდოდ ცდებით). თქვენი კვლევითი პროცესი თქვენში ჩაბეჭდილი რწმენებით დაბინძურდება. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა: • გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების აზრები და მსჯელობა (რეფლექსია). • გახადოთ მათი მსჯელობა სხვებისთვის ვიზუალურად ხელშესახები. • იკითხოთ, თუ რას ფიქრობენ სხვები. უყურებენ თუ არა სიტუაციას განსხვავებული თვალით? მაინც როგორ? • მოიძიოთ ჭეშმარიტება მონაცემებში. • იკითხოთ, ყველა ეთანხმება თუ არა მონაცემებს. • დარწმუნდეთ, რომ დასკვნები და ვარაუდები ემყარება ფაქტებს. • გააცნობიეროთ, რომ დასკვნები და ვარაუდები რეალობა არ არის. • შეამოწმოთ და გადაამოწმოთ ვარაუდები სხვებთან ერთად. 1.3. კოლეგიალური კულტურა სკოლაში კოლეგიალური კულტურა განიმარტება როგორც მასწავლებლებს შორის პოზიტიური ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემოს არსებობა. შინაარსიანი ინტერაქციისა და ურთიერთკავშირების დახმარებით, ხშირი ერთობლივი ღონისძიებები კოლეგებს შორის აყალიბებს პოზიტიურ ურთიერთობებს, აძლიერებს ნდობას, მხარს უჭერს და აუმჯობესებს სკოლის საერთო კლიმატს (Rutter, 2000). ზემოთქმულიდან გამომდინარე, კოლეგიალობის განმარტება საკმაოდ არამკაფიოა, თუმცა არსებობს ერთი შეთანხმებული მოსაზრება, რომ კოლეგიალობისთვის გადამწყვეტია სკოლაში კოლეგებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობების ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში თანამშრომლობით სამუშაო გარემოს ქმნის (OECD, 2020). TALIS-ის კვლევა გვთავაზობს კოლეგიალობის აღწერას, რომელიც შემდეგი არგუმენტების საფუძველზე იქნა შემუშავებული: • სკოლას გააჩნია გაზიარებადი პასუხისმგებლობის კულტურა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით; • არსებობს თანამშრომლობითი სასკოლო კულტურა, რომელიც ურთიერთმხარდაჭერით ხასიათდება; • სკოლის პერსონალს გააჩნია საერთო ხედვა სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებით; • სკოლა მოუწოდებს პერსონალს, იმუშაოს ახალ ინიციატივებზე; • მასწავლებლებს შეუძლიათ ერთმანეთს დაეყრდნონ (OECD, 2020). კოლეგიალობა ნიშნავს პოზიტიური ურთიერთობების არსებობას კოლექტივში, სადაც იქმნება შესაფერისი პირობები მასწავლებელთა მხარდასაჭერად.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=