COSERE_WP4_Handbook_KA

8 | COSERE 1.2. მენტალური მოდელები მენტალური მოდელები არის გონებაში ჩაბეჭდილი ვარაუდები, განზოგადებები ან თუნდაც, ხატები. მენტალური მოდელები აყალიბებს ჩვენს მსოფლმხედველობას და გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. აქედან გამომდინარე, ორი ადამიანი შესაძლოა ზუსტად ერთი და იმავე მოვლენის მომსწრე გახდეს, თუმცა სრულიად განსხვავებულად აღიქვან ფაქტები, რადგან მათ განსხვავებული მენტალური მოდელები აქვთ. გარკვეული გაგებით, მენტალური მოდელის მოქმედება წააგავს სათვალეს, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს აღქმას. კრის არგირისმა შეიმუშავა „აზროვნების კიბე“, რათა აღეწერა, თუ როგორ ქმნიან და ინარჩუნებენ ადამიანები მენტალურ მოდელებს. ბ-ნი არგირისის მტკიცებით, ჩვენ, ყველანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვთქვამთ ვარაუდებს. ვარაუდები აუცილებელია. მაგალითად, როდესაც ვყიდულობთ რძეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რძე დასალევად ვარგისია. თუმცა, შესაძლოა ჩვენი ვარაუდები იყოს მცდარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი ვარაუდები სხვა ადამიანების განზრახვებსა თუ რწმენებს შეეხება. ინსტრუქცია (Ladder of Inference): წარმოიდგინეთ, რომ აკვირდებით რაიმე სიტუაციას (მაგალითად, მოსწავლეებს საკლასო ოთახში, კოლეგებს სამასწავლებლოში, თათბირს სკოლის ადმინისტრაციასთან, გუნდურ მუშაობას მასწავლებლებს შორის...). რას ხედავთ? რა შეგრძნებები გეუფლებათ? შეეცადეთ აღწეროთ აღნიშნული სიტუაცია „აზროვნების კიბის“ (Ladder of Inference) მეშვეობით. რა სახის მცდარი დასკვნები ჩამოგიყალიბდათ? რა გავლენას მოახდენს მცდარი შეხედულება მომავალში მსგავსი სიტუაციის შეფასებაზე? დასკვნა:

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=