COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 7 უნითი 1. სასწავლო ორგანიზაცია და კოლეგიალობის კულტურა სწავლის შედეგები: უნითის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ: • გააცნობიერონ სასკოლო კულტურისა და კოლეგიალობის კონცეფცია და გამოიყენონ კონკრეტული ინსტრუმენტები ამ კონცეფციის მხარდასაჭერად. 1.1 რას ნიშნავს სასწავლო ორგანიზაცია? აკადემიური პროცესები წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობისა და კარგი კოლეგიალური ურთიერთობების მქონე გარემოში. მეცნიერების უმრავლესობა სასწავლო ორგანიზაციას აღწერს, როგორც მრავალშრიან კონცეფციას, რომელშიც იგულისხმება ინდივიდუალური ქცევა, გუნდური მუშაობა, ორგანიზაციის პრაქტიკა და კულტურა. სასწავლო ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც დასაქმებულთა შეხედულებები, ღირებულებები და ნორმები უწყვეტი განათლების ხელშესაწყობად გამოიყენება; სადაც ყალიბდება „სასწავლო ატმოსფერო“, „სწავლის კულტურა“ ან „სასწავლო კლიმატი“ და სადაც „სწავლის სწავლა“ ყველა მონაწილე პირის ვალდებულებაა (Kools & Stoll, 2016). სასწავლო ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც ადამიანები მუდმივად აფართოებენ თავიანთ შესაძლებლობებს, სადაც ყალიბდება აზროვნების ახალი მიმართულებები, სადაც ადამიანები მუდმივადსწავლობენ,თუროგორისწავლონერთად(Senge,2006).ანალოგიურად,სილინსი და სხვები (2002) აღნიშნავენ, რომ სკოლა შეიძლება ჩაითვალოს სასწავლო ორგანიზაციად, როდესაც ის გარემოს შესწავლაში მონაწილეობს, ქმნის გაზიარებად მიზნებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას, ახალისებს რისკიანობას და უზრუნველყოფს შესაძლებლობებს პროფესიული განვითარებისათვის. სენგისა და სხვათა მიერ დასახელდა 5 დისციპლინა (2006), რომელიც აუცილებელია სასწავლო ორგანიზაციისთვის: • გუნდური სწავლა – აქცენტირება გუნდის სასწავლო აქტივობებზე და არა გუნდური პროცესის განვითარებაზე. • საერთო ხედვა – გაზიარებადი „სამომავლო ხედვის“ განსაზღვრის უნარი, რაც აძლიერებს ჩართულობას და ერთგულებას, ნაცვლად უბრალო მორჩილებისა. • მენტალური მოდელები – გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სამყარო. • პერსონალური კომპეტენციები – პირადი ხედვების მუდმივად გადამოწმება და გაღრმავება, ენერგიის ფოკუსირებისა და მოთმინების უნარი, რეალობის ობიექტურად აღქმა. • სისტემური აზროვნება – ფართო სურათის დანახვისა და სისტემაში არსებული ურთიერთკავშირების ანალიზის უნარი, ნაცვლად მარტივ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვზე ფოკუსირებისა; უწყვეტი პროცესების, და არა ცალკეული ეპიზოდების, კვლევის უნარი.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=