6 | COSERE მოკლე მიმოხილვა მოდული ორი უნითისგან (UNIT) შედგება. პირველ უნითში განვმარტავთ კოლეგიალური მხარდაჭერის კონცეფციასა და მასთან დაკავშირებულ ცნებებს, მეორე უნითში, ყურადღებას გავამახვილებთ სკოლის ხელმძღვანელის როლზე თანამშრომლობისა და კოლეგიალობის კულტურის განვითარებაში. მოკლე თეორიულ მიმოხილვას მოჰყვება სავარჯიშოები და შემაჯამებელი ტესტი. პირველი უნითის ხანგრძლივობაა 90 წუთი, მეორე უნითის კი - 180 წუთი. მოდულში წარმოდგენილი სასწავლო რესურსები უკავშირდება ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე არსებულ აქტივობებს და ხელმისაწვდომია როგორც ტრენერებისთვის, ასევე მსმენელთათვის.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=