COSERE_WP4_Handbook_KA

112 | COSERE ამბის თხრობის ერთ-ერთი მარტივად გამოსაყენებელი მეთოდია ერთობლივი ნარატივის შექმნა, რა დროსაც ყველა მონაწილე მხარე, სპონტანურად თუ წინასწარ დაწერილი ტექსტით, მუშაობს ერთად, რათა მოიფიქრონ და გაუზიარონ სხვებს ისტორიები, რომლებიც მოგვითხრობს მათი კონფლიქტების, შესაძლო გამოსავლის, ემოციების, იდეებისა და ამ ყველაფერთან დაკავშირებული განცდების შესახებ. კოლექტიური ამბის თხრობა ასევე ერთმანეთის უკეთ გაგების, ერთმანეთის ხედვებისა და ცოდნის გაღრმავების, უფრო მკაფიო კომუნიკაციის საშუალებაა მაშინაც კი, როდესაც კონფლიქტი ჯერ კიდევ არსებობს. აღნიშნული მიდგომა სასარგებლოა არა მხოლოდ კონფლიქტების მოსაგვარებლად, არამედ პატივისცემის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების კულტურის დასანერგად როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო გარემოში; ასევე სტრატეგიების მოსაფიქრებლად, ნეგატიური სიტუაციებისა და მოვლენების საპრევენციოდ, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, ზიანი მიაყენონ კეთილდღეობას სასკოლო თემში (ასევე მის ფარგლებს მიღმა).

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=