COSERE | 111 2. ემპათიის გაძლიერება. მედიაციის დროს ფასილიტატორი ახდენს ემპათიური კომუნიკაციის წახალისებას, რაც ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ერთმანეთის ემოციები და შეხედულებები. 3. აღდგენითი პრაქტიკა. სკოლა ახორციელებს აღდგენით პრაქტიკას, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მათი თანატოლები. ისინი განიხილავენ კონფლიქტის ზეგავლენას და ცდილობენ ერთობლივად იპოვონ გამოსავალი. 4. კონფლიქტის მოგვარების სემინარი. სკოლა ყველა მოსწავლისთვის მართავს კონფლიქტების მოგვარების სემინარს, რომელზეც აქცენტი კეთდება ეფექტური კომუნიკაციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიებზე. • შედეგი: კონფლიქტი წარმატებით მოგვარდა, რამაც მოსწავლებლებს შორის თანამშრომლობა გააუმჯობესა. სასწავლო პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოსწავლებლები უფრო მეტ მხარდაჭერას გრძნობენ სკოლისგან და სწავლობენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზებს. როგორ გამოვიყენოთ ამბის თხრობა (Storytelling) კონფლიქტების მოსაგვარებლად კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული კონფლიქტების მოსაგვარებლად, არის ამბის თხრობა, ანუ „სთორითელინგი“ (storytelling). ამბის თხრობა შეიძლება განიმარტოს, როგორც გზავნილის, აზრებისა და ემოციების მიწოდების ხელოვნება საინტერესო ისტორიების მეშვეობით. ეს მეთოდი არ ნიშნავს მხოლოდ ინფორმაციისა და შინაარსის გადაცემას; არამედ მისი მიზანია ემოციური და შინაარსიანი ურთიერთქმედების ჩამოყალიბება, რა დროსაც ერთი ადამიანისგან მეორეს მიეწოდება კონცეფციები, ღირებულებები და იდეები. სკოლისა და კონფლიქტების მართვის კონტექსტში, ამბის თხრობის გამოყენება შესაძლებელია კონფლიქტში ჩართული ადამიანების გამოცდილების, განცდებისა და პერსპექტივების შესასწავლად, პირველ პირში თხრობის გარეშე, თუმცა მონაწილე პირების პროეცირებით პერსონაჟებსა და სიუჟეტში. ნარატიული ტექნიკების, მეტაფორებისა და ემოციურად დატვირთული სიუჟეტების გამოყენებით, ამბის თხრობა საშუალებას გვაძლევს, მარტივად გავეცნოთ სხვა ადამიანების აზრებს, გავიუმჯობესოთ აქტიური მოსმენის უნარები და ემპათია. მაგალითად, ისტორიები ისეთი პერსონაჟების შესახებ, რომლებიც რეალური მონაწილეების ანალოგიურ გამოწვევებს აწყდებიან, მსმენელს აწვდის პოზიტიურ გზავნილებს და სათანადო ეთიკურ ცოდნას. პრობლემის გადაჭრისას სხვადასხვა პერსპექტივის გაცნობის შესაძლებლობა (იხილეთ წინა თავი) ასევე გვაძლევს საშუალებას მოვიძიოთ და შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა პერსპექტივა, ამასთანავე, გავიმდიდროთ ჩვენი ცოდნის ბაზა. მეტიც, ამბის თხრობა ფასდაუდებელი ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც უჭირს საკუთარ იდეებზე, გრძნობებსა და ღირებულებებზე პირდაპირ და მკაფიოდ საუბარი. ამბის თხრობით მათ საშუალება ეძლევათ ნაკლები ექსპოზიციით, თუმცა მეტი ეფექტურობით, ირიბად გამოხატონ ის, რასაც განიცდიან.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=