110 | COSERE სიტუაციური ანალიზი 1: „თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის“ • პრეისტორია: სკოლა ახორციელებს ახალ სასწავლო პროგრამას, თუმცა მასწავლებლებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ გეგმის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მასწავლებელი ეწინააღმდეგება ცვლილებებს, ზოგი კი ენთუზიაზმითაა აღსავსე. • კონფლიქტი: კათედრის თათბირის მიმდინარეობისას იწყება მწვავე კამათი ახალი კურიკულუმის მხარდამჭერებსა და მათ შორის, ვინც უპირატესობას ტრადიციულ მიდგომას ანიჭებს. დაძაბულობა აფერხებს თანამშრომლობასა და სასწავლო პროგრამის წარმატებით განხორციელებას. • კონფლიქტის მოგვარების სტრატეგია: 1. აქტიური მოსმენა. სკოლის ხელმძღვანელი/დირექტორი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, რათა აქტიურად მოისმინოს და გაეცნოს მათ წუხილსა და შეხედულებებს. 2. ფასილიტირებული დისკუსია. მოწვეულია ნეიტრალური ფასილიტატორი, რათა ერთობლივი დისკუსია ურთიერთპატივისცემით სავსე გარემოში წარიმართოს. 3. საერთო ინტერესების დადგენა. ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებლებს, დაადგინონ საერთო მიზნები და კონსენსუსის პოტენციალი. აქცენტი კეთდება საერთო ვალდებულებაზე - უზრუნველყოფილი იქნას მოსწავლეთა წარმატება. 4. გუნდის გამაძლიერებელი ღონისძიება (თიმბილდინგი). სკოლა მართავს გუნდის გამაძლიერებელ აქტივობებსა და სემინარებს სასკოლო თემში ერთიანობის გასაძლიერებლად. ეს ხელს უწყობს პოზიტიური ურთიერთობების დამყარებასა და დაძაბულობის შემცირებას. 5. კორექტირება გეგმის განხორციელებაში. სკოლის ხელმძღვანელობას, დაინტერესებული მხარისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, შეაქვს ცვლილებები სასწავლო პროგრამაში, რითაც ახდენს უწყვეტი განვითარებისადმი ერთგულების დემონსტრირებას. • შედეგი: კონფლიქტი წარმატებით მოგვარდა, რამაც მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა გააუმჯობესა. სასწავლო პროგრამის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხოლო მასწავლებლები უფრო მეტ მხარდაჭერას გრძნობენ ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში. სიტუაციური ანალიზი 2: “მოსწავლეთა შორის დავის გადაწყვეტა” • პრეისტორია: სკოლის ორ მოსწავლეს შორის დიდი ხანია უთანხმოება არსებობს. კონფლიქტი უკვე იმდენად გამწვავდა, რომ ის გავლენას ახდენს საკლასო გარემოზე და სხვა მოსწავლეებსაც ანერვიულებს. • კონფლიქტი: მოსწავლეებს კონფლიქტის შესახებ განსხვავებული ვერსიები აქვთ, ხოლო მათი უთანხმოება თანატოლებს შორის დაძაბულობას იწვევს. მასწავლებლებს აწუხებთ სკოლაში შექმნილი ატმოსფერო. • კონფლიქტის მოგვარების სტრატეგია: 1. მედიაცია. კონფლიქტების მედიაციის საკითხებში გადამზადებული ფასილიტატორი ინდივიდუალურად ხვდება მოსწავლეებს მათი მოსაზრებების მოსასმენად. ასევე იგეგმება მედიაციის სესია ორივე მოსწავლესთან.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=