COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 109 • იყავით მშვიდობისმყოფელი: ოდესმე გიფიქრიათ, აღგეზარდათ მოსწავლეები კონფლიქტების მომგვარებელ „ნინძებად“? თანატოლთა მედიაციის პროგრამა სწორედ ამას ემსახურება. როდესაც მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან, ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. • თამაშის წესები: მკაფიო წესებისა და კონფლიქტების მართვის სტრატეგიების არსებობა იგივეა, რომ იცოდეთ თამაშის გეგმა. წესები ყველა ადამიანს ეხმარება საკითხის არსზე ფოკუსირებაში და ამარტივებს პრობლემის მოგვარებას. • პატივისცემა გადამწყვეტია: დარწმუნდით, რომ ყველა აცნობიერებს, რაოდენ მნიშვნელოვანია პატივისცემა და ურთიერთგაგება. როდესაც ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით, კონფლიქტები აღარ წარმოიშობა. • გაავრცელეთ პოზიტიური ენერგია: სკოლაში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა წვეულების მოწყობას ჰგავს, სადაც ყველა ადამიანი სასურველი სტუმარია. როდესაც არსებობს მხარდაჭერა და ინკლუზიურობა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კონფლიქტმა წვეულება ჩაშალოს. • გამოსწორება: ერთმანეთის დადანაშაულების ნაცვლად, ფოკუსირდით შეცდომის გამოსწორებასა და ზიანის ანაზღაურებაზე. აღდგენითი პრაქტიკები გვეხმარება წარსული კონფლიქტების დავიწყებასა და უფრო მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. • დახმარება: ხანდახან ყველას გვჭირდება მცირე მხარდაჭერა, ხომ ასეა? ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და მედიაციის შეთავაზება შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებისთვის ან პერსონალისთვის. • დაუმეგობრდით ადამიანებს: მშობლები და მეურვეები ასევე არიან ჩვენი სკოლის ნაწილი! მათი ჩართვა კონფლიქტების მართვის ღონისძიებებში იმის გარანტიაა, რომ ყველა გაიზიარებს მთავარ ღირებულებებს. • დაკვირვება: ეს ნიშნავს ყველაფრის შემოწმებასა და თვალყურის დევნებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ მიმდინარეობს კონფლიქტის მართვის პროცესი, შეგვიძლია კორექტირება საუკეთესო შედეგის მისაღებად. გამოყენება და მეთოდოლოგია გამოყენება სიტუაციურ მაგალითში ქვემოთ მოცემულ სიტუაციურ ანალიზში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ კონფლიქტების მართვის სტრატეგიები საგანმანათლებლო გარემოში, ზემოაღწერილი ასპექტების მნიშვნელობაზე ხაზგასმით. კონფლიქტების მართვისა და მედიაციის საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული უკვე მოგვარებული კონფლიქტების მაგალითებითა და მათი ანალიზით, იმის გასაცნობიერებლად, თუ რომელი სტრატეგია აღმოჩნდა ეფექტური და რომელი არა.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=