108 | COSERE რა სახის სტრატეგიების გამოყენება შეუძლიათ სკოლებსა და ლიდერებს კონფლიქტების მართვისთვის როგორც უკვე აღინიშნა, სკოლაში კონფლიქტების მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე პირის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის, განურჩევლად იმისა, იქნება ეს მოსწავლე, მასწავლებელი თუ პერსონალის წევრი. მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტების გამომწვევი ფაქტორებისა და მათი მოგვარებისთვის ჩვენ მიერ შერჩეული გზების გაანალიზებით შევძლებთ ძლიერი სტრატეგიების შემუშავებას სკოლებისთვის, რათა უფრო მარჯვედ გავუმკლავდეთ გამოწვევებს. არაერთმა კვლევამ (მაგ., Jones & Jones, 2014; Jennings & Greenberg, 2009) აჩვენა, რომ ემოციების კონტროლის, სოციალური ცნობიერებისა და კონფლიქტების მართვის უნარების ხელშეწყობით, სკოლას უზარმაზარი ცვლილების მოხდენა შეუძლია. როგორც წესი, თუკი სკოლაში შექმნილია გარემო, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა და ერთმანეთისაც კარგად ესმით, მაშინ ითვლება, რომ პრობლემაც არ არსებობს. გარდა ამისა, პროგრამები, როგორიცაა მედიაცია, ნამდვილად უწყობს ხელს მოსწავლეებს შორის სიტუაციის განმუხტვას და ასწავლის მათ პრობლემების ერთობლივად მოგვარებას. მთავარია გამოვიყენოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები, მათ შორის ტრენინგები კონფლიქტების მართვის მიმართულებით, რომლებშიც აქცენტი გაკეთდება კონფლიქტების მოგვარების მკაფიო წესებსა და მათ საპრევენციოდ საჭირო ღონისძიებებზე. ყველა სკოლა განსხვავებულია, შესაბამისად, ერთი თარგი ყველას ვერ მოერგება. თუმცა, პრევენციისა და სხვადასხვა ღონისძიების კომბინაციით, ასევე ინკლუზიურობისა და გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვით, სკოლებს შეუძლიათ შექმნან მყუდრო გარემო, რომელშიც ყველა ადამიანი შეძლებს, მიაღწიოს წარმატებას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სკოლაში გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რომელიმე მოცემულმა სტრატეგიამ, ინდივიდუალურად აღებულმა, შესაძლოა არ იქონიოს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა კეთილდღეობაზე. რეალურად, უფრო ნაყოფიერი იქნება მათი და რამდენიმე სხვა სტრატეგიის ერთდროული გამოყენება და ადაპტირება უშუალოდ სასკოლო თემის სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით. • მაშ ასე, მოდით დავიწყოთ: მოუწოდეთ მონაწილეებს, გამოთქვან საკუთარი აზრი და გამოიკვლიონ პრობლემის არსი. როდესაც მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, პრობლემები უფრო სწრაფად და მარტივად გვარდება. • გადამზადება კონფლიქტების მართვაში: აღჭურვეთ ყველა მონაწილე იმ უნარჩვევებით, რომლებიც მათ კონფლიქტის პროფესიონალურ დონეზე სამართავად დასჭირდებათ. მნიშვნელოვანი ცოდნით აღჭურვილ პერსონალსა და მოსწავლეებს ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლიათ.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=