COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 107 5. ერთობლივად მოიფიქრეთ და შეაფასეთ ვარიანტები: მოიწვიეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა პოტენციური გადაწყვეტის მოსაფიქრებლად. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართეთ ყველა მხარე, რათა მონაწილეებს განუვითარდეთ გამოსავალზე მუშაობის პროცესის მართვის განცდა. 6. მოლაპარაკება და კომპრომისი. წაახალისეთ დისკუსია, რომელშიც ყველა მხარე შეძლებს კამათსა და საკუთარი მოსაზრებების დაცვას, პოტენციურ გამოსავალთან დაკავშირებით. მაგალითად, მასწავლებლები შესაძლოა შეთანხმდნენ, რომ ათ წუთს, სპორტის გაკვეთილის დასრულებამდე, მოსწავლეები საკლასო ოთახის დალაგებას დაუთმობენ. 7. დადეთ და შეასრულეთ ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება: მოუწოდეთ მხარეებს, მიაღწიონ კონკრეტულ შეთანხმებას: მათთან ერთად შეიმუშავეთ მკაფიო სამოქმედო გეგმა, განსაზღვრეთ პასუხისმგებლობები, ვადები და ყველა საჭირო დამატებითი ღონისძიება. მაგალითად, საკმარისი იქნება თუ არა 10 წუთი საკლასო ოთახის მოსაწესრიგებლად, თუ უმჯობესია 15 წუთის გამოყოფა? ხომ არ სჯობის, მოსწავლეები გავაფრთხილოთ, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ წესრიგს? 8. მონიტორინგი და კორექტირება: შეგიძლიათ არაოფიციალურად გაესაუბროთ ყველა მონაწილე პირს და მათთან ერთად გადაჭრათ პრობლემები (ან დაეხმაროთ მათ გამოსწორებაში), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოთ კორექტივები. ღია კომუნიკაცია და მოქნილობა გადამწყვეტია! 9. აღდგენითი პრაქტიკების ხელშეწყობა: საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ აღდგენითი პრაქტიკა ურთიერთობისა და ნდობის აღსადგენად. ეს შეიძლება გულისხმობდეს დისკუსიას ან აქტივობებს, რომელთა მიზანიც სასკოლო თემში ურთიერთობების აღდგენა იქნება. 10. რეფლექსია და სწავლა: კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, მოუწოდეთ მონაწილეებს რეფლექსიისკენ. თქვენ ყველას შეგიძლიათ ზემოაღნიშნული გამოცდილებიდან მიიღოთ ცოდნა, იმაზე ფოკუსირებით, თუ რამ იმუშავა კარგად და რომელი კომპონენტები საჭიროებს გამოსწორებას კონფლიქტების მართვის პროცესში.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=