COSERE_WP4_Handbook_KA

106 | COSERE ისაუბრონ და გაარკვიონ, თუ რა სურს თითოეულ მონაწილეს. შესაძლოა, ერთ მოსწავლეს სწავლისთვის წყნარი ადგილი სჭირდება, მეორეს კი - მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ერთმანეთის საჭიროებების გაცნობიერებით, მათ შეუძლიათ მოიფიქრონ ეფექტური გამოსავალი, მაგალითად, კონკრეტული სივრცის რიგრიგობით გამოყენება. ზემოაღნიშნული ასევე გულისხმობს ნდობისა და ურთიერთობის გაძლიერებას. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ აზრს უსმენენ და პატივს სცემენ, დიდი ალბათობით, ისინი უფრო მეტად ერთვებიან პრობლემის გადაჭრის პროცესში. ამაში შეიძლება მოიაზრებოდეს გაკვეთილის შემდეგ რაიმე აქტივობის ერთად შესრულება, როგორიცაა თამაში ან გუნდის შემაკავშირებელი აქტივობა. თავისი არსით, ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობითი მიდგომა ფოკუსირებულია თანამშრომლობის ძალისხმევაზე, ემპათიურ ჩართულობასა და ისეთი გამოსავლის ძიებაზე, რომელიც საგანმანათლებლო გარემოში მყოფი ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი. ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობითი მიდგომის გარდა, არსებობს მთელი რიგი საკვანძო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას კონფლიქტის მოსაგვარებლად: 1. დაადგინეთ პრობლემა: განსაზღვრეთ ის კონკრეტული პრობლემა ან წუხილი, რომელიც წარმოშობს კონფლიქტს; მოუწოდეთ ყველა მხარეს, გამოხატოს საკუთარი აზრი და განცდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, თქვენი ორი თანამშრომელი კამათობს გაკვეთილზე დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ, მოისმინოთ ორივეს თვალსაზრისი იმის გასარკვევად, თუ რაში მდგომარეობს მათი რეალური საჭიროება: ნამდვილად ისაა პრობლემა, რასაც აღწერენ, თუ არსებობს კიდევ რამე, რაც ჯერ არ თქმულა? 2. განასხვავეთ პოზიცია და ინტერესი ერთმანეთისგან: დაეხმარეთ ადამიანებს განასხვაონ პოზიცია (რა სურთ, მაგ., მეტი დრო) და მთავარი ინტერესი (რატომ სურთ, მაგ., იმიტომ რომ ორ მასწავლებელს არ სურს დაკარგოს გაკვეთილის დროის მეოთხედი საკლასო ოთახის დასუფთავებაზე, რომელიც მანამდე ჩატარებულ სპორტის გაკვეთილზე აირია). დაიმახსოვრეთ: ხშირად პოზიციები გაცხადებული მოთხოვნებია, ხოლო ინტერესები უფრო ღრმა საჭიროებებსა და წუხილზე მიუთითებს. 3. აქტიური მოსმენა და ემპათია: მოუწოდეთ ყველა მხარეს, გამოიყენოს აქტიური მოსმენის ტექნიკა. მაგალითად, თუკი რომელიმე მასწავლებელი გამუდმებით აწყვეტინებს საუბარს მეორე მასწავლებელს, განსაზღვრეთ საუბრის რიგითობა და დარწმუნდით, რომ ერთი გამოხატავს საკუთარ აზრს, ხოლო მეორე კი უსმენს. ასევე შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები, რათა მონაწილეებმა შეძლონ სხვა ადამიანების აზრებისა და ემოციების გაცნობიერება. 4. მოძებნეთ შეთანხმების წერტილი: რა საერთო ინტერესი აქვთ მათ საკლასო ოთახთან დაკავშირებით? არსებობს ისეთი გამოსავალი, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება? ხაზგასმით აღნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ორმხრივად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველა მხარის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=