COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 105 • გადამზადება კონფლიქტების მოგვარების უნარებში უზრუნველყავით ტრენინგები სკოლის ლიდერებისთვის კონფლიქტის მოგვარების ტექნიკებისა და სტრატეგიების შესახებ. აღჭურვეთ ლიდერები კონფლიქტების ეფექტური მართვისა და პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნის უნარებით. პრაქტიკულ მაგალითად ჩაითვლება მოცემული სახელმძღვანელოს გაზიარება კოლეგებისთვის, ასევე სკოლის კეთილდღეობაზე მიმართული ინიციატივების ხელშეწყობა და მათში მონაწილეობა. • მკაფიო წესები და პროცედურები შეიმუშავეთ კონფლიქტების მართვისთვის საჭირო მკაფიო და გამჭვირვალე პოლიტიკა და პროცედურა. დარწმუნდით, რომ პერსონალის ყველა წევრი, მოსწავლე თუ დაინტერესებული მხარე, იცნობს აღნიშნულ წესებს და აცნობიერებს, როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები. • გამაჯანსაღებელი პრაქტიკები დანერგეთ გამაჯანსაღებელი პრაქტიკები, ფოკუსირებული ზიანის გამოსწორებაზე, ურთიერთობების აღდგენასა და კონფლიქტში ჩართულ პირთა შორის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებაზე. ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტი, გამოყენებული სკოლის სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა როლის შესრულებისას ან კონტექსტში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სკოლის კეთილდღეობას. ეჭვგარეშეა, რომ გადამზადება უმთავრესი სასარგებლო ნაბიჯია ამ ყველაფრის განსახორციელებლად! საჭირო უნარების განვითარება ნამდვილად შესაძლებელია და თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მათ განვითარებასა და გაძლიერებას სხვა ადამიანებში, იქნება ეს თქვენი კოლეგა თუ თქვენგან განსხვავებული როლის მქონე ადამიანი. რაც უფრო მეტი ადამიანი შეძლებს აღნიშნული უნარების პრაქტიკაში გამოყენებას, მით უფრო უკეთესად იქნება აღქმული სასკოლო კლიმატი მასში მონაწილე ადამიანების მიერ, რაც დადებითად აისახება ყველა სხვა ურთიერთდაკავშირებულ ასპექტზე. კონფლიქტების მართვის თეორიული ხედვა თეორიული მოდელები გვეხმარება, უკეთ გავაცნობიეროთ ამ ფენომენის არსი. ქვემოთ გთავაზობთ, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ სასარგებლო მოდელს, რათა უკეთ ამოვიცნოთ კონფლიქტის მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა დაფიქსირდეს ადამიანების ინტერესებზე დამყარებულ ურთიერთობებსა და მათ საერთო მიზნებს შორის. ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობითი მიდგომა ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობებითი მიდგომა გულისხმობს ფოკუსირებას იმაზე, თუ რა სურთ და რა სჭირდებათ ადამიანებს, ნაცვლად იმისა, თუ რას ითხოვენ ისინი. ეს დაახლოებით ისეთი გამოსავლის პოვნას ჰგავს, რომელიც ყველასთვის მისაღებია და შესაბამისად, ყველა კმაყოფილია. სკოლაში აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და პერსონალმა რეალურად უნდა მოუსმინონ ერთმანეთს და გააცნობიერონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუკი არსებობს დავა იმის შესახებ, ვინ უნდა დაჯდეს კონკრეტულ ადგილას შესვენებაზე, უბრალოდ კამათის ნაცვლად, მონაწილეებს შეუძლიათ

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=