COSERE_WP4_Handbook_KA

114 | COSERE 3.1. ემოციური ინტელექტი: პერსონალის ემოციების მხარდაჭერა. წარმატებაზე დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტრადიციული ინტელექტი (IQ), არამედ ემოციური ინტელექტიც (EI ან EQ), რომელიც გადამწყვეტ ფაქტორად იქნა აღიარებული 1990-იან წლებში, კონკრეტულად კი, დანიელ გოლმენის მიერ ჩატარებული კვლევებით. რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი? ემოციები მართლაც რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველაფერში, მათ შორის იმაზეც, თუ რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ ყოველდღიურად, გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, პრობლემების მოგვარების უნარზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. განვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უფრო ეფექტურად ურთიერთობენ, უკეთ უმკლავდებიან სტრესს და კონფლიქტებს, კარგად მუშაობენ გუნდში და მარტივად ადაპტირდებიან ცვლილებებთან. ქვემოთ გაეცნობით ემოციური ინტელექტის მნიშვნელობის მოკლე და ზუსტ შეჯამებას სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტთან დაკავშირებით. ემოციური ინტელექტი მოიცავს ადამიანის სხვადასხვა უნარს: • თვითშემეცნება: საკუთარი ემოციებისა და ქცევის გააზრება. • თვითრეგულაცია: საკუთარი ემოციებისა და რეაქციების მართვა და კონტროლი. • თვითმოტივაცია: პირადი მიზნებისა და მისწრაფებებისკენ სვლა. • ემპათია: სხვა ადამიანების ემოციების გააზრება და გაზიარება. • ინტერპერსონალური უნარები: სოციალურ ინტერაქციაში, კომუნიკაციასა და ურთიერთობებში ეფექტური ნავიგაცია. ემოციური ინტელექტის უნარები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: პიროვნული კომპეტენციები და სოციალური კომპეტენციები. • პიროვნული კომპეტენციები გულისხმობს საკუთარი ემოციების ამოცნობის, მათი ეფექტური მართვისა და გამოყენების უნარს, რათა ხელი შეეწყოს მიზნისკენ მიმართულ ქცევასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. • სოციალური კომპეტენციები მოიცავს სხვა ადამიანის ემოციების, ქცევებისა და მოტივაციების გააზრებას, ემპათიის დემონსტრირებას, ეფექტურ კომუნიკაციაში ჩართვისა და პოზიტიური ურთიერთობების დამყარების უნარს, რომლის მიზანიც სოციალურ ურთიერთობებში წარმატებული ფუნქციონირება და კოლექტიური მიზნების მიღწევაა.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=