COSERE | 131 რეკომენდაციები ორგანიზაციულ დონეზე: • თანამშრომლების ხელთ არსებული რესურსების სპექტრის გამრავალფეროვნება და რესურსების დაკარგვისადმი მოწყვლადობის განცდის შემცირება. • თანამშრომლებისთვის რესურსების შეძენის შესაძლებლობის შექმნა. • ორგანიზაციაში სოციალური მხარდაჭერის კულტურის უზრუნველყოფა. • მიმზიდველი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების არსებობა. • ყველა თანამშრომლის როლებისა და მოლოდინების მკაფიოდ აღწერა. • ორგანიზაციაში საქმიანობის შეფასების ურთიერთშეთანხმებული მექანიზმების, ასევე წახალისებისა და შედეგების შეფასების მექანიზმების არსებობა. რეკომენდაციები სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული გადაწვის რისკების სამართავად: • გააანალიზეთ სკოლაში მიმდინარე ორგანიზაციული პროცესები, მათ შორის დირექტორის მართვის სტილი, მასწავლებლების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უფლებამოსილების გაძლიერების ინიციატივები და სამუშაო დატვირთვის თანაბარი განაწილება. • სასურველია სკოლაში უფრო ინტენსიურად ამოქმედდეს მენტორული პროგრამები და შესწავლილი იქნას მათი ეფექტურობა. ეს საშუალებას მოგცემთ შეამციროთ პროფესიული გადაწვის რისკები დამწყებ მასწავლებლებში და შესაბამისად, გააუმჯობესებს მენტორულ პროგრამებს. • მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მეტი კონტროლი სამუშაო გარემოზე და საკმარისი რესურსები, რათა გაუმკლავდნენ პროფესიული მოთხოვნების შესრულებას. პრევენციის სტრატეგიების დანერგვა უფრო სასარგებლო შედეგს იძლევა, ვიდრე პროფესიული გადაწვის იდენტიფიცირების შემდეგ ინტერვენციების განხორციელება. • მოუწოდეთ სკოლის დირექტორებს, აითვისონ მხარდამჭერი და მონაწილეობითი მართვის სტილი მასწავლებლებთან ურთიერთობისას და შექმნან ორგანიზაციაში მასწავლებელთა მხარდამჭერი მექანიზმები. • სასურველია, მოხდეს მასწავლებლების უფრო მეტი ძალაუფლებით აღჭურვა, რათა მეტი ავტონომია ჰქონდეთ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. • უნდა შეფასდეს სკოლის ორგანიზაციული კლიმატი და დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ერთად, პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=