130 | COSERE რჩევები პროფესიული გადაწვის საპრევენციოდ პიროვნულ დონეზე არსებობს სხვადასხვა ეფექტური მეთოდი, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან და ვებრძოლოთ პროფესიულ გადაწვას: სტრესის შესახებ ინფორმირებულობა, ფიზიოლოგიურ საკითხებში ვარჯიში, გარემოს შეცვლა და გონების კონტროლის (მაინდფულნესი) პრაქტიკა. სასურველია, ამგვარი პროგრამები შემუშავებული იქნას უნივერსიტეტების, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების მიერ და ხელმისაწვდომი იყოს მასწავლებლებისათვის. პროფესიულ გადაწვასა და სტრესთან გამკლავების წარმატებული პროგრამების უმეტესობა, როგორც წესი, იწყება მონაწილეთათვის სტრესისა და გადაწვის შესახებ ცოდნის მიწოდებით. სესიები ტარდება უსაფრთხო და მშვიდ გარემოში, სადაც მონაწილეები ეცნობიან ინფორმაციას პროფესიული გადაწვის არსის, ნიშნების, მიზეზებისა და სიმპტომების შესახებ. ამის შემდეგ იწყება უფრო მეტად თანამშრომლობითი ტექნიკების გამოყენება, რათა მონაწილეებმა მოახერხონ სტრესის მიზეზების იდენტიფიცირება და ამოცნობა, ასევე დააკვირდნენ იმ ფიქრებს, რომლებიც იწვევს ფიზიოლოგიურ თუ ემოციურ რეაქციებს, რათა სისტემატურად შეაფასონ სტრესის გამომწვევი მოვლენები სამუშაო ადგილზე. შემდეგ მონაწილეებს ასწავლიან, თუ როგორ ჩაანაცვლონ მავნე ფიქრები უფრო რაციონალური აზროვნებით.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=