COSERE | 133 მოდული C ქოუჩინგი, სუპერვიზია და მენტორობა: პროფესიონალური მხარდაჭერის ძირითადი ფორმები მოდულის მიზანია მონაწილეების აღჭურვა საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა მათ ეფექტურად განახორციელონ და გამოიყენონ ქოუჩინგის, სუპერვიზიისა და მენტორობის პრაქტიკები საგანმანათლებლო გარემოში. სწავლის შედეგები: მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • მკაფიოდ განმარტონ ქოუჩინგის, სუპერვიზიისა და მენტორობის არსი, აღწერონ მათი ძირითადი მახასიათებლები და მნიშვნელობა პროფესიულ განვითარებაში. • განასხვაონ ქოუჩის, სუპერვიზორისა და მენტორის როლები და ფუნქციები, ასევე გააცნობიერონ, თუ როგორ უწყობს ხელს თითოეული მათგანი ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ წინსვლას. • მოახდინონ ეფექტური ქოუჩინგის, სუპერვიზიისა და მენტორობისთვის აუცილებელი უნარების დემონსტრირება, მათ შორის აქტიური მოსმენა, გასაუბრების ტექნიკა, კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და მიზნების დასახვა. • შეაფასონ კონკრეტული კონტექსტი და სიტუაცია პროფესიული მხარდაჭერის შესაფერისი ფორმის შესარჩევად, ასევე გააცნობიერებენ, თუ როდის არის საჭირო ქოუჩინგი, სუპერვიზია ან მენტორობა. • შეიმუშაონ და განახორციელონ პერსონალიზებული ქოუჩინგის, სუპერვიზიისა და მენტორობის პროგრამები, რომლებიც მასწავლებელთა უნიკალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და ხელს შეუწყობს უწყვეტი განვითარების კულტურის დანერგვას. • გააანალიზონ ქოუჩინგის, სუპერვიზიისა და მენტორობის პრაქტიკების ეფექტურობა, უკუკავშირისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა შეაფასონ მათი ზეგავლენა ინდივიდუალურ შესრულებასა და მთლიანი ორგანიზაციის ეფექტურობაზე. სამიზნე ჯგუფი სკოლის ხელმძღვანელი და მმართველი გუნდები (სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები, დამხმარე პერსონალი, კონსულტანტები და კარიერული მრჩევლები). მოკლე მიმოხილვა მოდული შედგება 3 უნითისაგან. პირველ უნითში წარმოგიდგენთ დისკუსიას ქოუჩინგის შესაძლებლობებსა და საფუძვლებზე, მეორე უნითში ყურადღებას გავამახვილებთ სუპერვიზიის, როგორც ზრდის ინსტრუმენტის, ძირითად ასპექტებზე, მესამე უნითში კი ვისაუბრებთ მენტორობის, როგორც კოლეგიალური მხარდაჭერის მახასიათებლებზე. მოკლე თეორიულ მიმოხილვას მოსდევს სავარჯიშოები და შემაჯამებელი ტესტი. პირველი უნითის ხანგრძლივობაა 90 წუთი, მეორე უნითის - 90 წუთი, მესამე უნითიც – 90 წუთი გრძელდება. მოდულში მოცემული სასწავლო მასალა კავშირშია ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე არსებულ აქტივობებთან და ხელმისაწვდომია როგორც ტრენერებისთვის, ასევე მსმენელთათვის.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=