COSERE_WP4_Handbook_KA

134 | COSERE უნითი 1. ქოუჩინგი სწავლის მიზნები: უნითის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • გაიაზრონ და განმარტონ ქოუჩინგის არსი. • განსაზღვრონ ქოუჩინგის ძირითადი მიზნები სხვადასხვა კონტექსტში (მაგ., პიროვნული განვითარება, პროფესიული ზრდა). • გააცნობიერონ ქოუჩინგის გავლენა ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ პროდუქტიულობაზე. • გაეცნონ და აღწერონ ქოუჩის სხვადასხვა როლი (მაგ. ფასილიტატორი, მენტორი, მრჩეველი). • შეისწავლონ და შეადარონ სხვადასხვა ქოუჩინგის მოდელი ერთმანეთს (მაგ., GROW, CLEAR, OSKAR). • მოახდინონ ქოუჩინგის სხვადასხვა ტექნიკის დემონსტრირება (მაგ., მიზნების დასახვა, უკუკავშირი, როლური თამაში). • აღწერონ ქოუჩინგის სარგებელი ინდივიდებისთვის, გუნდებისა და ორგანიზაციებისთვის. • შეიმუშაონ ყოვლისმომცველი ქოუჩინგის მოდული, ორიენტირებული კოლეგიალურ მხარდაჭერაზე კონკრეტულ კონტექსტში.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=