COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 135 1.1 როლები ქოუჩინგში ქოუჩინგის განმარტება “კარგი მწვრთნელი ხაზს უსვამს მოთამაშეების ძლიერ მხარეებს და არა მათ სისუსტეებს.” არა ფარსეღიანი პროფესიულ გარემოში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ზრდის, განვითარებისა და კოლეგებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ქოუჩინგი, როგორც კოლეგიალური მხარდაჭერის ფორმა, აქცენტირებულია ინდივიდებს შორის პარტნიორობაზე, რომლის მიზანიც პიროვნული და პროფესიული ზრდის მიღწევაა. ქოუჩინგის მიზანია, დაეხმაროს მსმენელს, განვითარდეს პიროვნული და კარიერული თვალსაზრისით, საკუთარი თავის შეცნობით, უნარების გაღრმავებით, მიზნების დასახვითა და შესრულებით, დაბრკოლებების გადალახვით. ქოუჩინგი ეყრდნობა იდეას, რომ როდესაც არსებობს სათანადო რჩევები, მხარდაჭერა და სივრცე რეფლექსიისთვის, თითოეულ ადამიანს შეუძლია, მოიფიქროს ეფექტური გამოსავალი და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. ქოუჩინგი კოლეგიალურ გარემოში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ტრადიციული მენტორობისა და სუპერვიზიის მიდგომები. ქოუჩინგის დანიშნულება ქოუჩინგის, როგორც კოლეგიალური მხარდაჭერის პრაქტიკის, უპირველესი მიზანია პიროვნების გაძლიერება, რათა მან შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, დაბრკოლებების გადალახვა, ახალი უნარების ათვისება და შესრულების გაუმჯობესება. ქოუჩინგი ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ გამოწვევებს, გაიფართოონ უნარ-ჩვევების სპექტრი და განივითარონ კარიერა სასურველ სფეროში. ქოუჩინგი არ ნიშნავს პირდაპირი პასუხების მიწოდებას, არამედ პიროვნების დახმარებას, დამოუკიდებლად მოიფიქროს გამოსაავლი და სტრატეგიები. ქოუჩინგის მნიშვნელობა ქოუჩინგი, პროფესიული მხარდაჭერის ფორმა, არის მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, პროფესიული განვითარებისა და ზრდის ხელშესაწყობად. მხარდამჭერი და თანამშრომლობითი კავშირების მეშვეობით, ქოუჩინგი საშუალებას აძლევს ადამიანს თავი გაართვას პროფესიულ გარემოებებს, მიაღწიოს კარიერულ მიზნებს და მუდმივად განვითარდეს შერჩეულ პროფესიაში. ქოუჩინგი, როგორც კოლეგიალური მხარდაჭერის ფორმა, დინამიკური და პერსონალიზებული მიდგომაა პროფესიული ზრდისა და განვითარებისადმი. ქოუჩინგი აყალიბებს სწავლის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაძლიერების კულტურას ორგანიზაციაში, ხელს უწყობს ისეთი კოლექტივის შექმნას, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა და სრული პოტენციალის რეალიზაცია. ქოუჩინგის, როგორც კოლეგიალური მხარდაჭერის საკვანძო კომპონენტის გამოყენებით, სკოლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ, აღმოაჩინონ საკუთარი წევრების კოლექტიური პოტენციალი, რაც მედეგი, ინოვაციური და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნის საწინდარია.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=