COSERE_WP4_Handbook_KA

136 | COSERE როლები ქოუჩინგში “ალბათ ჩემი, როგორც ქოუჩის, საუკეთესო თვისება ისაა, რომ ადამიანებს ვუსვამ უამრავ რთულ შეკითხვას და საშუალებას ვაძლევ თვითონ მოიფიქრონ პასუხები.” - ფილ დიქსონი ქოუჩი ქოუჩი არის ადამიანი, რომელიც თანამშრომლობს ცალკეულ ადამიანებთან ან ჯგუფებთან, რათა დაეხმაროს მათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში, კონკრეტული მიზნების მიღწევასა ან გამოწვევების გადალახვაში. სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა სპორტი, ბიზნესი, პიროვნული განვითარება ან ცხოვრებისეული ქოუჩინგი, ქოუჩი ასრულებს მხარდამჭერი მეგზურის როლს, იყენებს რა სპეციალურ უნარებსა და სტრატეგიებს მსმენელის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით. ქვემოთ მოცემულია ქოუჩის ძირითადი მახასიათებლები და როლები: 1. მეგზური და ფასილიტატორი: ქოუჩი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, უბიძგებს რა ადამიანს, შეიცნოს საკუთარი თავი, დაისახოს მიზნები და დაგეგმოს ქმედებები. 2. მსმენელი და ინტერვიუერი: ქოუჩი აქტიურად უსმენს, უსვამს მნიშვნელოვან კითხვებს და უბიძგებს რეფლექსიისკენ, რათა დაეხმაროს ადამიანს, ჩასწვდეს პრობლემის არსს და მოიფიქროს გამოსავალი. 3. მხარდამჭერი პარტნიორი: ქოუჩი უზრუნველყოფს მხარდაჭერას, წახალისებასა და ანგარიშვალდებულებას, იმავდროულად პატივს სცემს მსმენელის ავტონომიასა და ცოდნას. 4. უნარების განმავითარებელი: ქოუჩი ეხმარება ადამიანს პიროვნული ან პროფესიული ზრდისთვის საჭირო კონკრეტული უნარებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირებასა და გაუმჯობესებაში. 5. მიზანზე ორიენტირებული: ქოუჩი მუშაობს კლიენტთან კონკრეტული, გაზომვადი და დროში გაწერილი მიზნების დასადგენად და მისაღწევად. 6. ობიექტური ხედვა: ქოუჩი მსმენელს სთავაზობს მიუკერძოებელ პერსპექტივას, რაც მას საშუალებას აძლევს შეხედოს სიტუაციას განსხვავებული თვალით და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. 7. მოტივატორი: ქოუჩი შთააგონებს და მოტივაციას უღვიძებს კლიენტს, რათა მან გადალახოს დაბრკოლებები, დარჩეს ფოკუსირებული და შეინარჩუნოს იმპულსი სასურველი შედეგების მისაღწევად. ქოუჩები სხვადასხვა სპეციალიზაციით მუშაობენ, მათ შორის აღმასრულებელი ქოუჩინგი, ცხოვრებისეული ქოუჩინგი, კარიერული ქოუჩინგი, შესრულების ქოუჩინგი და სხვა. ქოუჩის უპირველესი მიზანია ინდივიდის ან გუნდების გაძლიერება, რათა მათ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაუმკლავდნენ გამოწვევებს და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ქოუჩის მსმენელი მსმენელი არის ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც იღებს ქოუჩის მომსახურებას. მსმენელი ქოუჩისგან მოელის რჩევას, მხარდაჭერასა და მენტორობას, რათა მიაღწიოს კონკრეტულ მიზნებს, გაუმკლავდეს გამოწვევებს, გაიუმჯობესოს უნარები ან შესრულება.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=