COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 137 ტერმინი „მსმენელი“ ხშირად გამოიყენება ქოუჩინგის სესიების ან პროგრამების კონტექსტში, სადაც ადამიანები, პირად თუ პროფესიულ კონტექსტში ურთიერთობენ ქოუჩთან ცხოვრებისეულ ან კარიერის სხვადასხვა ასპექტზე სამუშაოდ. მსმენელისთვის დამახასიათებელია შემდეგი ასპექტები: 1. მიზნისკენ სწრაფვა: მსმენელს, როგორც წესი, დადგენილი აქვს მიზნები, რომელთა მიღწევაც სურს ან გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც მისი დიდი სურვილია. მსმენელი ქოუჩისგან ელის დახმარებას, რათა გაერკვეს საკუთარ მიზნებში და დაისახოს მათი მიღწევის გზები. 2. ცვლილებებისადმი ღიაობა: მსმენელები, როგორც წესი, ღიად იღებს ახალ პერსპექტივებს, ახორციელებს ცვლილებებსა და ღონისძიებებს სასურველი შედეგების მისაღებად. 3. აქტიური მონაწილეობა: მსმენელი აქტიურად მონაწილეობს ქოუჩინგ სესიებში, დისკუსიებში, აკეთებს საკუთარი გამოცდილების რეფლექსიას, პრაქტიკაში იყენებს ქოუჩინგის დროს დასწავლილ სტრატეგიებსა თუ ქმედებებს. 4. სწავლის სურვილი: მსმენელი მზად არის, ისწავლოს რაიმე ახალი და გაიუმჯობესოს არსებული უნარები, ასევე მიიღოს ცოდნა, რომელმაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს მის პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაზე. ქოუჩისა და მსმენელის ურთიერთობა თანამშრომლობითი პროცესია, რა დროსაც მსმენელი აქტიურ როლს ასრულებს საკუთარ განვითარებაში ან პრობლემის გადაჭრის პროცესში, ხოლო ქოუჩი მსმენელს აწვდის რჩევას, მხარდაჭერასა და სამოქმედო სქემას პროგრესის მისაღწევად.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=