138 | COSERE 1.2 ქოუჩინგის ტექნიკები ეფექტური ქოუჩი ფლობს ინტერპერსონალური, კომუნიკაციური და სპეციალიზებული ქოუჩინგის უნარებისა და ტექნიკების ნაზავს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაეხმაროს, მეგზურობა გაუწიოს და გააძლიეროს მსმენელი. ქოუჩინგის ტექნიკები მრავალფეროვანია, ამასთანავე ადაპტირებადი სხვადასხვა სიტუაციისა და ინდივიდის შემთხვევაში. ქვემოთ გაეცნობით ქოუჩინგის ეფექტურ ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ, აწარმოოთ შინაარსიანი დიალოგი და ხელი შეუწყოთ განვითარებას: 1. აქტიური მოსმენა: • ტექნიკა: დაუთმეთ მსმენელს მაქსიმალური ყურადღება, მოახდინეთ პერიფრაზირება და რეფლექსია მსმენელის ნათქვამთან დაკავშირებით, რათა მოახდინოთ ნათქვამის გაგების დემონსტრირება. • ეფექტი: ამყარებს ურთიერთობას და ნდობას, ხელს უწყობს აზრებისა და განცდების სიღრმისეულ შესწავლას. 2. ეფექტური გამოკითხვა: • ტექნიკა: დაუსვით ღია ტიპის კითხვები, რაც წაახალისებს რეფლექსიას, სიღრმისეულ კვლევასა და მსჯელობას. • ეფექტი: ხელს უწყობს თვითგამორკვევას, ეჭვქვეშ აყენებს ვარაუდებს და ასტიმულირებს კრიტიკულ აზროვნებას. 3. მიზნის დასახვა: • ტექნიკა: ერთობლივად დასახეთ SMART (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური/შესაბამისი, დროში გაწერილი) მიზნები. • ეფექტი: იძლევა მიმართულებას, მოტივაციასა და პროგრესისკენ სავალ მკაფიო გზას. 4. უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი: • ტექნიკა: შესთავაზეთ კონკრეტული, კონსტრუქციული უკუკავშირი დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით და სთხოვეთ, მოიფიქროს, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს სამომავლოდ. • ეფექტი: ხელს უწყობს სწავლის უწყვეტობას, გამოკვეთს ძლიერ მხარეებს, განსაზღვრავს განვითარების მიმართულებებს. 5. ვიზუალიზაცია და წარმოსახვა: • ტექნიკა: მოუწოდეთ მსმენელს, მოახდინოს წარმატების მიღწევის, გამოწვევების გადალახვისა და სასურველი შედეგების მიღების ვიზუალიზაცია. • ეფექტი: აძლიერებს მოტივაციას, მკაფიოობას სძენს მიზნებს და აძლიერებს თავდაჯერებულობას.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=