COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 141 • გაძლიერება: მსმენელს უძლიერდება საკუთარი განვითარებისა და პროფესიული ზრდის პროცესის მართვის შეგრძნება. • პერსონალიზებული განვითარება: ინდივიდზე მორგებული რჩევები საშუალებას აძლევს პიროვნებას, გაუმკლავდეს უნიკალურ გამოწვევებს და მაქსიმალურად გაიუმჯობესოს ძლიერი მხარეები. ქოუჩინგის მოდულის შემუშავება კოლეგიალური მხარდაჭერისთვის კოლეგიალური მხარდაჭერისთვის ქოუჩინგის მოდულის შემუშავება, ფანტასტიკური საშუალებაა თანამშრომლებს შორის ურთიერთობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. 1. განსაზღვრეთ მიზნები: • დაადგინეთ ქოუჩინგის მოდულის კონკრეტული მიზნები და ამოცანები. რის მიღწევას აპირებთ ქოუჩინგის მეშვეობით? უნარების განვითარება, პრობლემების გადაჭრა, მხარდამჭერი კულტურის ხელშეწყობა და ა.შ.? 2. დაადგინეთ სამიზნე აუდიტორია: • განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორიის საჭიროებები და პრეფერენციები. არიან ისინი მასწავლებლები, პროფესიონალები თუ სხვა ჯგუფი? შესაბამისად შეცვალეთ ქოუჩინგის მეთოდები. 3. შეიმუშავეთ ქოუჩინგის სქემა • მოამზადეთ ქოუჩინგის სტრუქტურირებული ჩარჩო. აღნიშნული შეიძლება გულისხმობდეს შემდეგს: ◊ ქოუჩინგის მოდელი: გადაწყვიტეთ, რომელი ქოუჩინგის მოდელი (მაგ., GROW, OSCAR, CLEAR) შეესაბამება თქვენს მიზნებს. ◊ სესიის სტრუქტურა: განსაზღვრეთ ქოუჩინგის სესიის სტრუქტურა - სიხშირე, ხანგრძლივობა, გამოყენებული ინსტრუმენტები/რესურსები და ა.შ. ◊ დოკუმენტები: შექმენით შაბლონი სესიებზე შენიშვნების, პროგრესის მიკვლევადობისა და მიზნების აღსაწერად. 4. ქოუჩის გადამზადება: • გადაამზადეთ ადამიანები, რომლებიც ქოუჩებად იმუშავებენ. ჩაუტარეთ მათ მრავალმხრივი ტრენინგები ქოუჩინგის მეთოდების, აქტიური მოსმენის, კომუნიკაციის უნარებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ტექნიკების შესახებ. 5. შეიმუშავეთ სახელმძღვანელო პრინციპები: • შეიმუშავეთ მკაფიო სახელმძღვანელო ინსტრუქციები და მოლოდინები როგორც ქოუჩებისთვის, ასევე მსმენელთათვის. იგულისხმება კონფიდენციალურობა, პატივისცემა და ქოუჩინგის პროცესისადმი ერთგულება. 6. შექმენით რესურსები: • მოამზადეთ მასალები/რესურსები ქოუჩებისთვის და მსმენელებისთვის: ◊ გზამკვლევი/სახელმძღვანელო: დეტალურად აღწერეთ ქოუჩინგის ტექნიკების პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=