COSERE_WP4_Handbook_KA

142 | COSERE ◊ სამუშაო რვეული/ფურცელი: შესთავაზეთ ინსტრუმენტები მიზნების აღსაწერად, პროგრესის მისაკვლევად და რეფლექსიისთვის. ◊ სიტუაციური ანალიზი/სცენარი: რეალური ცხოვრებიდან მაგალითების აღება სასარგებლოა ცოდნის კონტექსტუალიზაციისთვის. 7. განხორციელება: • ჩაატარეთ ქოუჩინგის მოდულის პილოტირება მცირე ჯგუფთან. პროცესის გაფართოებამდე შეაგროვეთ უკუკავშირი, რათა დახვეწოთ და გააუმჯობესოთ შემდგომი პრაქტიკა. 8. შეფასება და გაუმჯობესება: • მუდმივად შეაფასეთ ქოუჩინგის მოდულის ეფექტურობა. შეაგროვეთ უკუკავშირი როგორც ქოუჩებისგან, ასევე მსმენელებისგან და შეიტანეთ შესაბამისი კორექტივები. 9. ქოუჩინგის კულტურის პოპულარიზაცია: • წაახალისეთ ქოუჩინგის კულტურის დანერგვა ორგანიზაციაში. აქცენტირება მოახდინეთ წარმატებულ ისტორიებზე, წაახალისეთ ერთობლივი სწავლა და აღნიშნეთ მიღწევები. 10. უწყვეტი განვითარება: • შეინარჩუნეთ ქოუჩინგის მოდულის დინამიკურობა. განაახლეთ მასალები, დანერგეთ ახალი ტექნიკები ან შეცვალეთ ისინი ახალი საჭიროებებისა და უკუკავშირის მიხედვით. დამატებითი რჩევები: • ტექნოლოგიების ინტეგრირება: შეისწავლეთ ინსტრუმენტები ან პლატფორმები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებათ დისტანციური ქოუჩინგის სესიების წარმართვაში. • ცოდნის გაზიარების ჯგუფი: წაახალისეთ ქოუჩები, შექმნან ცოდნის გაზიარების ჯგუფები უწყვეტი გაუმჯობესებისა და მხარდაჭერისთვის. გახსოვდეთ, რომ ქოუჩინგი ემსახურება ადამიანების გაძლიერებას, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა. მოქნილობა, ემპათია და ადაპტირება, წარმატებული ქოუჩინგის პროგრამის საწინდარია.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=