COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 143 წარმატებული ქოუჩის უნარები ეფექტური ქოუჩი ფლობს ინტერპერსონალური, საკომუნიკაციო და სპეციალური ქოუჩინგის უნარების ნაკრებს, რაც მას საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭიროს, მეგზურობა გაუწიოს და გააძლიეროს კლიენტი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე უნარი, რომელიც აუცილებელია ეფექტური ქოუჩისათვის: 1. აქტიური მოსმენა: • მოსმენის უნარი: მსმენელის სიტყვების, ემოციებისა და პერსპექტივების ჭეშმარიტად მოსმენა და გაცნობიერება. • ემპათიური კომუნიკაცია: ემპათიისა და თანაგრძნობის დემონსტრირება მოსმენისას, რაც მსმენელს აგრძნობინებს, რომ მისი ესმით და აფასებენ. 2. შინაარსიანი გამოკითხვა: • საჭირო კითხვების დასმა: საცდელი, ღია ტიპის კითხვების გამოყენება აზროვნების სტიმულირებისა და თვითშემეცნების გასამარტივებლად. • დამაზუსტებელი კითხვები: სიცხადისა და სიღრმის ძიება მსმენელის აზრებისა და მისწრაფებების გააზრებისას. 3. ემპათია და ემოციური ინტელექტი: • ემოციების ამოცნობა: მსმენელის ემოციების ამოცნობა და მიღება განსჯის გარეშე. • ემოციური მხარდაჭერა: უსაფრთხო, განსჯისგან თავისუფალი სივრცის უზრუნველყოფა მსმენელისათვის, რათა მან შეძლოს საკუთარ განცდებსა და წუხილებზე საუბარი. 4. მიზნების დასახვა და დაგეგმვა: • SMART მიზნების შემუშავება: მსმენელის დახმარება კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი მიზნების დასახვაში. • მოქმედების დაგეგმვა: თანამშრომლობა სამოქმედო გეგმის შესაქმნელად, რომელშიც გაიწერება მიზნების მიღწევისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები. 5. უკუკავშირი და კომუნიკაცია: • კონსტრუქციული უკუკავშირი: მკაფიო და კონსტრუქციული უკუკავშირის შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებას და არ გამოიწვევს მსმენელის დემოტივირებას. • მკაფიო კომუნიკაცია: იდეების, კონცეფციებისა და სტრატეგიების ეფექტური მიწოდება და მათი გაგების უზრუნველყოფა. 6. ურთიერთგაგებისა და ნდობის დამყარება: • ურთიერთგაგების დამყარება: ძლიერი, სანდო ურთიერთგაგების დამყარება, ავთენტურობის, პატივისცემისა და მხარდაჭერის შეთავაზებით. • კონფიდენციალურობა: კონფიდენციალურობის დაცვა უსაფრთხო და სანდო გარემოს შექმნის მიზნით.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=