COSERE | 145 1.3 ქოუჩინგის მოდელები ქოუჩინგის სხვადასხვა მოდელი გვთავაზობს სტრუქტურირებულ ჩარჩოს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ქოუჩინგის დიალოგი და პროცესი. ქვემოთ მოცემულია პოპულარული მოდელები: 1. მოდელი GROW: • მიზანი: მსმენელის კონკრეტული, მიღწევადი და გაზომვადი მიზნების დადგენა. • რეალობა: არსებული სიტუაციის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესწავლა. • ვარიანტები (ან დაბრკოლებები): პოტენციური გადაწყვეტის ან ღონისძიებების მოფიქრება. • განხორციელება (დაკვირვება): დეტალური სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება. მოდით, ზემოაღნიშნული მოდელი უფრო დეტალურად განვიხილოთ: მოდელი GROW: 1. მიზანი: • აღწერა: პროცესი დაიწყეთ მსმენელის კონკრეტული და მიღწევადი მიზნების დადგენით. • განხორციელება: ◊ დასვით ღია ტიპის კითხვები, რათა მსმენელმა შეძლოს თავისი მიზნ(ებ)ის ფორმულირება. ◊ მოუწოდეთ მსმენელს მიზნები SMART (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური/შესაბამისი, დროში გაწერილი) მიდგომის თანახმად ჩამოაყალიბოს. ◊ შეკითხვის მაგალითი: “რომელი კონკრეტული შედეგის მიღწევას ისურვებთ ქოუჩინგის სესიის დახმარებით?” 2. რეალობა: • აღწერა: შეისწავლეთ მსმენელის ამჟამინდელი მდგომარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები. • განხორციელება: ◊ მოუწოდეთ მსმენელს რეფლექსია მოახდინოს საკუთარ რეალობაზე, კრიტიკისა და განსჯის გარეშე. ◊ დაუსვით საცდელი კითხვები, რათა დაეხმაროთ მსმენელს ობიექტურად შეაფასოს საკუთარი სიტუაცია. ◊ შეკითხვის მაგალითი: “რა ფაქტორები გეხმარებათ ან გაფერხებთ მიზნისკენ წინსვლაში?” 3. ვარიანტები (ან დაბრკოლებები): • აღწერა: მოიფიქრეთ პოტენციური გადაწყვეტის გზები ან ღონისძიებები. • განხორციელება: ◊ მსმენელთან ერთად, გონებრივი შტურმის მეშვეობით, გამოიკვლიეთ სხვადასხვა მიდგომა ან სტრატეგია. ◊ წაახალისეთ კრეატიულობა და გააანალიზეთ სხვადასხვა ხედვა. ◊ შეკითხვის მაგალითი: “რა ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ გამოწვევების დასაძლევად?”
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=