COSERE_WP4_Handbook_KA

160 | COSERE სუპერვიზიის მიზნები: • 1) სამუშაოს შინაარსისა და პროცესის შესახებ რეგულარული რეფლექსიის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; • 2) სამუშაოს არსისა და ახალი უნარების უკეთ გააზრება; • 3) ინფორმაციის მიღება და ხედვების გაცნობა პირის საქმიანობასთან დაკავშირებით; • 4) უკუკავშირის მიღება როგორც შინაარსის, ისე პროცესის შესახებ; • 5) პატივისცემისა და მხარდაჭერის მიღება როგორც პერსონალური, ისე პროფესიული თვალსაზრისით. აშკარაა, რომ თუკი კონკრეტული სიტუაცია, პრობლემა, შეკითხვა არ უკავშირდება საგნის სწავლებისმეთოდოლოგიას,საგაკვეთილოპროცესსდასაკლასოოთახისმართვისსისტემებს, მაშინ საკითხი ნამდვილად საჭიროებს სუპერვიზიას - ჯგუფურს ან ინდივიდუალურს. იმ შემთხვევაში, თუ მენტორის მიერ გაკვეთილზე დაკვირვებისა და გაკვეთილის ანალიზის შემდეგ გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც თავად ახალბედა მასწავლებელიც ხედავს და აფასებს, თუმცა მომდევნო გაკვეთილზე დაკვირვებისას აღმოჩნდება, რომ პრობლემა არ მოგვარდა და მდგომარეობა უცვლელია, მაშინ გაკვეთილის შეფასებისა და სიტუაციის ანალიზის შემდეგ მიიღწევა შეთანხმება, ჩატარდეს ინდივიდუალური სუპერვიზია. ამ ყველაფერს ყოველთვის არ მოაქვს შედეგი - მასწავლებლისთვის, თუკი იდენტიფიცირებულ სიტუაციას ან დამოკიდებულებებს ესაჭიროება გრძელვადიანი მხარდაჭერა და მოგვარება, რაც შეუძლებელია მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად. თუმცა ერთი რამ ცხადია, საჭიროა თერაპია, რომელიც სამომავლო გამოსავალია და მასწავლებელმა უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს შეეძლოთ პრობლემების გადასაჭრელად კოლეგებთან ერთად მცირე დამხმარე ჯგუფების შექმნა, უკვე არსებული მეთოდების გამოყენებით და იმის გაცნობიერებით, თუ რატომ და როგორ გამოიყენონ ამგვარი მეთოდები. ჯგუფური სესიები მასწავლებლებს უზრუნველყოფს მხარდაჭერით, იდეებითა და გადაწყვეტებით, მაგალითებით სხვა ადამიანების პრაქტიკიდან, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიული გამოწვევების დაძლევაში. ამ ყველაფრის შედეგად მასწავლებელმა იცის, თუ რას და რატომ აკეთებს სკოლაში, იცის როგორ ასწავლოს, იცის, როგორ განმარტოს თავისი პედაგოგიური პრაქტიკა, იცის, როგორ გააანალიზოს თავისი საქმიანობა და წარმართოს საკუთარი განვითარება! ინდივიდუალური სუპერვიზიის სესია უზრუნველყოფს ისეთი პრობლემების ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტას, რომლებსაც ახალბედა მასწავლებლები აწყდებიან საკუთარი გამოცდილების გაცნობიერებისა და რესურსების გამოყენების შესაძლებლობების მიმართულებით. ინდივიდუალური სუპერვიზია ავითარებს რეფლექსიის უნარს და ეხმარება ადამიანს, დაინახოს, თუ როგორ გადაჭრას პრობლემები საკუთარი რესურსებით, სხვების მხარდაჭერით, რეკომენდაციებით. სუპერვიზია მასწავლებლებისთვის აუცილებელია, არა მხოლოდ კონკრეტული სიტუაციების მოსაგვარებლად, არამედ რომელიმე კონკრეტული მოდელის გასაცნობად, რომელიც მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ მოსწავლეებთანაც გამოიყენონ: იფიქრონ ერთობლივად, შექმნან გაზიარებადი სასწავლო გარემო, ასწავლონ მოსწავლეებს ფიქრი იმაზე, თუ როგორ სწავლობენ და როგორ აზროვნებენ.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=