COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 159 2.3. სუპერვიზიის მოდელები როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასკოლო პრაქტიკაში შეიძლება შეგვხვდეს როგორც დირექტიული, ისე კოლაბორაციული მოდელი - ზოგიერთი ავტორი ასევე ასახელებს ავტოკრატიულ და დემოკრატიულ სუპერვიზიას. ავტოკრატიული სუპერვიზიის დროს შესაძლოა ძალიან მალე განვითარდეს კონფლიქტი, დაძაბულობა და ანტაგონიზმი. რაც შეეხება სუპერვიზიის ფორმებს, ინდივიდუალურ და პირისპირ სუპერვიზიას შეიძლება ასევე დაემატოს ჯგუფური სუპერვიზიის ორი ფორმა, რაც კონტექსტსა და მიზნებზეა დამოკიდებული: • კოლეგები ეხმარებიან მასწავლებელს განვითარებაში და აცნობენ მას საკუთარ ხედვას საკითხის შესახებ; • სუპერვიზიის მიზანი დგინდება გუნდის მიერ ერთობლივად და შეეხება ყველა მონაწილეს, მაგ., გუნდის მუშაობის საკითხები, გუნდში არსებული ურთიერთობები და ა.შ. ლიტერატურაში „სუპერვიზია“ ზოგადად აღწერილია, როგორც კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული კონსულტაცია და დამატებითი გადამზადება. იმის განსამარტად, თუ რას ნიშნავს სუპერვიზია, შემოგთავაზებთ შვეიცარიის „სუპერვიზორებისა და ორგანიზაციული კონსულტანტების ასოციაციის“ მიერ შემუშავებულ დეფინიციას: „სუპერვიზია (კონსულტირება პრაქტიკის შესახებ) ორიენტირებულია როგორც ინდივიდზე, ასევე თანამშრომლების ჯგუფზე ან კოლექტივზე. სუპერვიზიის დროს განიხილება მონაწილეთა პროფესიულ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე თანამშრომლობის პრობლემები სხვადასხვა როლისა და პოზიციის ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ამოცანას ასრულებენ და სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე იმყოფებიან. სუპერვიზიის მიზანია პროფესიული გარემოებების, სამუშაო ატმოსფეროს, სამუშაოს ორგანიზებისა და ამოცანებთან დაკავშირებული კონკრეტული კომპეტენციების გაუმჯობესება. ასევე სუპერვიზიის მიზანია პრაქტიკიდან ცოდნის მიღების ხელშეწყობა და თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება” (Georg Horcher “Professional development - supervision in social work”, გვ. 48, Supervision in social work. Supervisor’s handbook. LU, 2007). სუპერვიზიის დროს აქცენტირებულია პრაქტიკიდან ცოდნის მიღება და თანამშრომლობა პროფესიული განვითარებისათვის. სუპერვიზიის ამოცანები: • 1) პიროვნების პროფესიული საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა; • 2) პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა; • 3) პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კლიენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად; • 4) პიროვნების ქმედებებისა და ემოციების შეფასება და ანალიზი; • 5) პროფესიული სტრესის მართვაში დახმარება.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=