158 | COSERE შემთხვევაში, ფსიქოლოგიც შეიძლება იყოს მასწავლებლის სუპერვიზორი, თუმცა პედაგოგიურ პროცესთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია სუპერვიზორს უშუალოდ ჰქონდეს სწავლების გამოცდილება, რათა სათანადო უკუკავშირი მიაწოდოს კოლეგას. გარდა ამისა, კარგ სუპერვიზორს მოეთხოვება მუდმივად შეაფასოს თავისი საქმიანობა, გაიაროს გადამზადება სუპერვიზიისა და სუპერვიზიის ინსტრუმენტების შესახებ და თვითონაც ეძიოს სუპერვიზია საკუთარ სამუშაოსთან დაკავშირებით. ვინ არის სუპერვიზიის მსმენელი? Any teacher who needs to consult their ნებისმიერი მასწავლებელი, რომელსაც ესაჭიროება კონსულტაცია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ან ვისაც ურჩიეს სუპერვიზიაში ჩაერთოს. ამიტომ ყოველთვის არ არის აუცილებელი, მსმენელმა რაიმე ახალი უნარი აითვისოს. პროცესი ძირითადად მსმენელს ეხმარება შეიცვალოს ხედვა საკუთარი საქმიანობის, სამუშაო პროცესების, სამუშაო-კლიენტის ურთიერთქმედების (მასწავლებლებთან, ხელმძღვანელობასთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და ა.შ.) შესახებ. ჩვეულებრივ, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სიტუაციაში მიმდინარე პროცესის ან კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის სუპერვიზია. როდესაც თქვენს ურთიერთობებსა და საქმიანობაზე განსხვავებული პერსპექტივით იწყებთ ფიქრს, შედეგად თქვენი შეხედულებები და პროფესიული პრაქტიკაც იცვლება. . 2.2. როდისაა აუცილებელი სუპერვიზია? წარმატებული სუპერვიზია მენტორობისა და ქოუჩინგის მსგავსად, სუპერვიზია მრავალი ფორმით ხორციელდება, მთელი რიგი პროცედურებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. ძირითადი ინსტრუმენტებია: დაკვირვება, ეფექტური გასაუბრება, უკუკავშირის გარკვეული მეთოდები. როგორც უკვე აღინიშნა, არადირექტიული კოლეგიალური სუპერვიზია სათანადო საშუალებაა სკოლაში პროფესიული განვითარებისა და კოლეგიალურობის ხელშესაწყობად. სასკოლო გარემოში გამოიყენება იგივე პრინციპები, რომლებიც მენტორობისა და ქოუჩინგის შემთხვევაში. მსმენელი ნებაყოფლობით ერთვება სუპერვიზიაში და თავად განსაზღვრავს სუპერვიზიის საკითხსა და მიზანს. სუპერვიზორის მოვალეობაა მასწავლებლის თავდაჯერებულობის გაძლიერება, გაკვეთილზე დაკვირვება, უკუკავშირის მიწოდება, მასწავლებელთან სწავლასწავლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (Sullivan & Glanz 2000). პედაგოგიური პროცესის სუპერვიზიისას გამოიყენება დაკვირვების სქემები, შკალა და სხვა შეფასების საშუალებები; მათი გამოყენება ყოველთვის განისაზღვრება სუპერვიზორის ცოდნის, უნარების, შემოქმედებითობისა და გამოცდილების მიხედვით.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=