COSERE | 157 2.1. სუპერვიზიაში ჩართულ პირთა როლები. სუპერვიზიამ უკვე შეაღწია სასკოლო სისტემებში, თუმცა თავდაპირველად სუპერვიზიას მნიშვნელოვანი ადგილი ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და სოციალური საკითხების სფეროში ეკავა. სუპერვიზიის განმარტება ტერმინი სუპერვიზია „დისტანცირებულ ხედვასთან“ ასოცირდება, შესაბამისად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ რომელიმე სისტემაში დაინერგოს სავალდებულო, ფორმალიზებული პროცესის სახით, რომელიც უფრო მეტი კონტროლის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. სუპერვიზია შეიძლება იყოს სამუშაოს სტანდარტებთან და პროცედურებთან შესაბამისობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის შეფასება. თუმცა, ცხადია, რომ სუპერვიზია, რომელშიც კონტროლის ელემენტებია ჩადებული, ყოველთვის არ არის ფორმატიული ხასიათის. პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, ბევრ სასკოლო სისტემაში, პედაგოგების სუპერვიზია მჭიდრო კავშირშია მასწავლებლის საქმიანობის შეფასებასთან. ეს რეალურად ეწინააღმდეგება სუპერვიზიის მიზანს, რომელიც პროფესიული ზრდისა და განვითარების სტიმულირებაში მდგომარეობს (Sullivan & Glanz, 2013). თუკი სუპერვიზიის ამოცანა პროფესიული განვითარების გაუმჯობესება და კოლეგიური ურთიერთობების გამყარებაა, მაშინ იდეალურ ვარიანტად ჩაითვლება კოლეგების მხრიდან ნებაყოფლობითი, ანუ არადირექტიული და მხარდამჭერი სუპერვიზიის ჰუმანისტური კონცეფცია. აღნიშნული კონცეფციის თანახმად, სუპერვიზიისას - მენტორობისა და ქოუჩინგის მსგავსად - უნდა იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო სივრცე, დასაქმების ადგილზე არსებული გაურკვევლობისა და სირთულეების შესასწავლად. სუპერვიზია არის საშუალება, ვისაუბროთ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა მასწავლებლის ქმედებებსა და ქცევებს განაპირობებდეს. სუპერვიზიისას მასწავლებელი პოულობს დროსა და სივრცეს ენერგიის აღსადგენად. სუპერვიზია სიცხადეს მატებს მის საქმიანობას და ქმნის ცვლილებების შესაძლებლობას (Shohet & Shohet, 2020). ვინ არის სუპერვიზორი? თუკი სუპერვიზიას როგორც ერთგვარი კონტროლის პროცესს შევხედავთ, მაშინ სუპერვიზორი შეიძლება იყოს ზემდგომი - მაგალითად, სკოლის დირექტორი. სასკოლო პრაქტიკაში ხშირად შევხვდებით „გაკვეთილზე დაკვირვებას“ – გაკვეთილს ესწრება დირექტორი, რომელიც მოგვიანებით უკუკავშირს აწვდის მასწავლებელს. თუმცა დირექტორებს, როგორც წესი, არ აქვთ დრო რეალური სუპერვიზიისთვის, ხოლო ზემდგომიდაქვემდებარებულის ურთიერთობა ჩვეულებრივ არ უზრუნველყოფს სივრცეს მსმენელის ღიაობისთვის. გარდა ამისა, ზოგიერთი დირექტორი სუპერვიზიას ინტუიციურ დონეზე ახორციელებს, რადგან მათ ყოველთვის არ აქვთ გავლილი გადამზადება სუპერვიზიის მიმართულებით (April & Bouchamma, 2015) კოლეგების არადირექტიული სუპერვიზიისას, სუპერვიზორი შესაძლოა იყოს ნებისმიერი კოლეგა, რომელსაც შეუძლია დაამყაროს და შეინარჩუნოს კოლეგიალური ურთიერთობა, ჩაატაროს გასაუბრება და მიაწოდოს ფორმატიული უკუკავშირი (DuFour & Eaker, 2004). სასურველია, სუპერვიზორს ჰქონდეს ცოდნა და გამოცდილება იმ საკითხებში, რომელთა სუპერვიზიასაც ახორციელებს, თუმცა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სუპერვიზიის მიზნები. პირადი ურთიერთობების
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=