COSERE_WP4_Handbook_KA

156 | COSERE უნითი 2. სუპერვიზია - განვითარების ხელშეწყობა სწავლის მიზნები: უნითის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • განსაზღვრონ სუპერვიზიაში მონაწილე პირთა ძირითადი როლები (მაგ., სუპერვიზორი, სუპერვიზიის მსმენელი, კოლეგის დამკვირვებელი) და ვალდებულებები; • გააანალიზონ, თუ როგორ ურთიერთქმედებს სხვადასხვა როლი სუპერვიზიის პროცესში და ამ ურთიერთქმედების ეფექტი შედეგზე; • აჩვენონ, რომ შეუძლიათ სხვადასხვა ამოცანის შესრულება სუპერვიზიის ფარგლებში, მსმენელისა და ორგანიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით; • განიხილონ სუპერვიზიის მნიშვნელობა სტანდარტების შენარჩუნების, შესაბამისობის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ზრდის ხელშესაწყობად; • შეაფასონ კონკრეტული სიტუაციები, რათა დაადგინონ სუპერვიზიის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა კონტექსტსა და საჭიროებებზე დაყრდნობით; • აღწერონ სუპერვიზიის სხვადასხვა ფორმა და მიზნები საგანმანათლებლო გარემოში; • შეისწავლონ და შეადარონ ერთმანეთს სუპერვიზიის სხვადასხვა მოდელი და მათი ეფექტურობა კონკრეტული მიზნებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად; • გამოიყენონ სუპერვიზიის შესაბამისი ფორმები სხვადასხვა საგანმანათლებლო სიტუაციაში და მოარგონ მიდგომები პერსონალისა და დაწესებულების საჭიროებებს.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=