COSERE | 155 • 2. არსებული რეალობა: ◊ მსმენელის შეფასება: არ გააჩნია გუნდის გაძღოლის გამოცდილება და ესაჭიროება ლიდერობისთვის აუცილებელი სპეციფიკური უნარების განვითარება. ◊ ქოუჩის როლი: დაეხმაროს მსმენელს შეაფასოს საკუთარი მიმდინარე უნარები და კომპეტენციები, ლიდერის როლის მოთხოვნების გათვალისწინებით. • 3. ვარიანტების შესწავლა: ◊ მსმენელის იდეები: დარეგისტრირდეს ლიდერობის განვითარების პროგრამებზე, მოიძიოს მენტორი, ხელი მოჰკიდოს ლიდერობასთან დაკავშირებულ პროექტებს. ◊ ქოუჩის როლი: დაეხმაროს მსმენელს, გამოიკვლიოს სხვადასხვა შესაძლებლობა და შეაფასოს მათი პოტენციური ეფექტურობა სასურველი ლიდერული პოზიციის მიღწევისკენ სვლაში. • 4. შესრულება: ◊ მსმენელის გეგმა: იღებს პასუხისმგებლობას, დარეგისტრირდეს ლიდერობის კურსზე, მოიძიოს მენტორი და მოხალისეობრივად განახორციელოს ორგანიზაციაში არსებული ლიდერობის პროექტები. ◊ ქოუჩის როლი: მსმენელთან ერთად შექმნას დეტალური გეგმა კონკრეტული ნაბიჯებისა და ვადების მითითებით, რაც დაეხმარება მსმენელს, ლიდერული პოზიციის დაკავებაში. შედეგზე ორიენტირებული ქოუჩინგის მოდელის გამოყენება გულისხმობს მსმენელის დახმარებას გაიაროს ზემოაღნიშნული ეტაპები, შეინარჩუნოს ფოკუსი შედეგების მკაფიო განსაზღვრაზე, არსებული სიტუაციის შეფასებაზე, ვარიანტების შესწავლასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რათა საბოლოოდ მიაღწიოს დასახულ მიზანს. გამოყენებული ლიტერატურა და რეკომენდებული საკითხავი 1-ლი უნითისთვის https://cardet.org/wp-content/uploads/projects/CoDe/interactive-environment/EN/index.html#/
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=