COSERE_WP4_Handbook_KA

162 | COSERE უნითი 3. მენტორობა სწავლის მიზნები: უნითის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: • მენტორობის სხვადასხვა მოდელის იდენტიფიცირებასა და აღწერას (მაგ., კოლეგების მენტორობა, გუნდის მენტორობა, ინდივიდუალური მენტორობა); • გააანალიზონ მენტორობის სხვადასხვა მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეები საგანმანათლებლო გარემოში; • გამოიყენონ შესაბამისი მენტორობის მოდელები კონკრეტული საგანმანათლებლო სიტუაციების კონტექსტისა და საჭიროებების მიხედვით; • განსაზღვრონ როგორც მენტორის, ასევე მსმენელის როლები და პასუხისმგებლობები მენტორულ ურთიერთობებში; • გააანალიზონ მენტორ-მსმენელის ურთიერთობის დინამიკა და როგორ აისახება ეს ყველაფერი სწავლასა და განვითარებაზე; • მოახდინონ იმ ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების დემონსტრირება, რომლებიც ხელს უწყობს მენტორ-მსმენელის ურთიერთობას; • გააცნობიერონ ახალბედა მასწავლებლების წინაშე არსებული გამოწვევები და ის, თუ როგორ უწყობს მენტორობა ხელს მათ პროფესიაში გადასვლას; • აღიარონ პროფესიული განვითარების კონტექსტში გამოცდილი მასწავლებლების სპეციფიკური საჭიროებები.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=