COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 163 3.1. მენტორობა განათლებაში მენტორობა არის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს მოსწავლეთა სწავლის შედეგები მასწავლებლების დახმარებით, რომლებიც სწავლობენ ერთმანეთისგან და ერთმანეთთან ერთად. მენტორობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაფიქრდეს თავის პრაქტიკაზე და დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, თუ როგორ ახორციელებს პედაგოგიურ პრაქტიკას. მენტორობა - კოლეგიალური ფორმით პროფესიული ცოდნის მიღების საშუალება, საჭიროებს ფრთხილ დაგეგმვასა და ეფექტურ განხორციელებას, რათა გარანტირებულად მოხდეს მისი ჩანერგვა სასკოლო კულტურაში (A Learning, 2010). ლითლი (1990) მენტორობას ასახელებს კოლეგიალური მხარდაჭერის ძლიერ ფორმებს შორის, ანუ მათ შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პრაქტიკაზე. მენტორობა ითვლება ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი თანამშრომლობის ერთ-ერთ უძველეს მოდელად. მენტორობის განმარტება ზაქარი (2005, გვ. 3) მენტორობას განმარტავს, როგორც თანამშრომლობით და ორმხრივ სასწავლო ურთიერთობას ორ ან მეტ ადამიანს შორის, რომლებიც ორმხრივად იზიარებენ პასუხისმგებლობას მსმენელის მიზნების მისაღწევად. სწავლა მენტორობის უმთავრესი პროცესი, მიზანი და პროდუქტია. ანალოგიურად კოჩანი და პასკარელი (2003) წარმატებულ მენტორობას აღწერენ, როგორც პროცესს, რომლის ფარგლებშიც ორი ან მეტი ადამიანი ნებაყოფლობით სწავლობს (ფორმირდება) ურთიერთპატივისცემისა და მტკიცე ურთიერთობების საფუძველზე, რომლებიც გარკვეული მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. მენტორობის საფუძველი ნდობაზე დამყარებული ნებაყოფლობითი ურთიერთობაა. თუკი სკოლაში დანერგილია სავალდებულო მენტორობა დამწყები მასწავლებლებისთვის, მაშინ საჭიროა, განვსაზღვროთ, თუ რა განსხვავებაა მასწავლებლის პროფესიაში შეყვანასა და მენტორობას შორის. ეს ტერმინები ხშირად სინონიმებად გამოიყენება და ითვლება, რომ მაშინაც კი, თუკი მენტორობა სავალდებულოა ფორმალურ დონეზე, მსმენელს შეუძლია ისაუბროს თავის სასწავლო საჭიროებებზე. ვინ არის მენტორის მსმენელი? მენტორობის სამიზნე ჯგუფები მკაფიოდ დადგენილი არ არის. ძალიან ხშირად მენტორობა ახალი მასწავლებლების პროფესიაში შეყვანის ან უმცროს კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების სინონიმად მიიჩნევა (Portner, 2005). შესაბამისად, მენტორობის შესახებ არსებული ზოგიერთი პუბლიკაცია მენტორობას მხოლოდ დამწყები ან პრაქტიკანტი მასწავლებლების მეგზურობად აღწერს, თუმცა ჩვენ მენტორობას ვუყურებთ, როგორც კოლეგიალური მხარდაჭერის ფორმას მასწავლებელთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ვინ არის მენტორი? Tმენტორი, როგორც წესი, გამოცდილი მასწავლებელია, რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება მასწავლებლებს, გაიზარდონ პროფესიული თვალსაზრისით და მიაღწიონ წარმატებას პროფესიაში (Jonson, 2008). მენტორი-მასწავლებელი არ ნიშნავს გამოცდილებას მხოლოდ „ასაკისა და პრაქტიკის ხანგრძლივობის“ კუთხით, არამედ მენტორი აუცილებლად უნდა ფლობდეს გამოცდილებას რომელიმე კონკრეტული მიმართულებით (მაგ., პროექტების წერა, ისტ-თან მუშაობა და ა.შ.), რაც ნიშნავს, რომ მენტორობის კონცეფციის მიხედვით, ასაკით უმცროსი მასწავლებელი შეიძლება იყოს ასაკით უფროსი მასწავლებლის მენტორი. ამიტომ ზოგიერთი ავტორი მკაფიო ხაზს ავლებს მენტორობასა

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=