164 | COSERE და ახალბედა მასწავლებლის პროფესიაში შეყვანას შორის (Ingersoll & Strong, 2011). გარდა ამისა, მენტორი სულაც არ არის აუცილებელი იყოს იმავე საგნის მასწავლებელი; უფრო მნიშვნელოვანია მენტორს ჰქონდეს უნარი, დაამყაროს ეფექტური თანამშრომლობა მსმენელთან. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მენტორისა და მსმენელის დაწყვილება. ყოველთვის უფრო სასარგებლოა, თუკი მსმენელი თვითონ აირჩევს თავის მენტორს. მენტორი უნდა იყოს კომპეტენტური მასწავლებელი, რომელსაც ექნება (ჯონსონის თანახმად, 2008): • ეფექტური პედაგოგიური სტრატეგიების მიწოდების უნარი. • ცოდნა სასწავლო პროგრამის შესახებ. • აქტიური მოსმენის უნარი. • მსმენელთან ღია კომუნიკაციის უნარი. • მგრძნობელობა მსმენელის საჭიროებების მიმართ. • მსმენელის არადირექტიული ფორმით გაძღოლისა და მსმენელისთვის სხვადასხვა სტილის თავისუფლად არჩევის მინიჭების უნარი. • ზრუნვისა და დახმარების გაწევის უნარი განსჯის გარეშე. გარდა ამისა, ყველა მენტორს უნდა ჰქონდეს წვდომა სუპერვიზიისა და დამატებითი გადამზადების შესაძლებლობებზე. მენტორის გადამზადება სასკოლო სისტემებში ყოველთვის არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, თუმცა არსებობს მრავალწლიანი კონტროლირებადი ტრენინგები. წარმატებული მენტორობა მენტორობასთან დაკავშირებულ შრომებში, როგორც წესი, ხაზგასმულია წარმატებული მენტორობისთვის აუცილებელი პირობები: • მენტორსა და მსმენელს შორის ურთიერთობის დამყარება. ურთიერთობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ნდობაზე დამყარებული. ურთიერთობა გულისხმობს თანასწორ პარტნიორობასა და ცოდნის მიღებას. ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ამგვარი ურთიერთობა, როგორც წესი, არის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, რაც დასახული მიზნების მიხედვით განისაზღვრება. • მენტორობის მკაფიო მიზნების განსაზღვრა. მენტორული ლიდერობის მიზნებს, როგორც წესი, განსაზღვრავს მსმენელი (მენტორთან შეთანხმებით), თუმცა ასევე შეიძლება იქნას გათვალისწინებული ორგანიზაციის საჭიროებები (მაგ., როდესაც სკოლას სჭირდება მასწავლებლების განვითარება კონკრეტულ სფეროში) (Lazarová et al., 2016). ზოგადად რომ ვთქვათ, მენტორი მხარს უჭერს მსმენელს, ეხმარება მას რეფლექსიასა და ცოდნის მიღების პროცესში, აძლიერებს და უვითარებს მსმენელს გამბედაობას. • ლიდერობის მრავალფეროვანი მეთოდები. მენტორობის პროცესი, პროცედურები და გამოყენებული სამუშაო მეთოდები განსხვავდება და განისაზღვრება მსმენელის მიზნების, კონტექსტის, საჭიროებებისა და სწავლის სტილის, ასევე მენტორის გამოცდილებისა და კომპეტენციების საფუძველზე. თუმცა მენტორის არსებითი სამუშაო ინსტრუმენტები და უნარებია აქტიური მოსმენა, გაკვეთილზე დაკვირვება, გასაუბრების ჩატარება, უკუკავშირის მიწოდება, სხვადასხვა ტექნიკისა და ხელსაწყოების გამოყენება თანამშრომლობის დივერსიფიკაციისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით (მაგ., შეფასების კითხვარი და ა.შ.). (A Learning, 2010; Jonson, 2008; Lazarová et al., 2016).
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=