COSERE | 165 • მენტორობის შეფასება. მენტორობა აუცილებლად უნდა იყოს ეფექტური. მენტორობის ეფექტურობას მენტორი მუდმივად აფასებს მსმენელთან ერთად, თანამშრომლობის დასრულების შემდეგაც კი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მენტორები განსხვავებულად მუშაობენ თავიანთი შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით, თუმცა აუცილებლად იცავენ წარმატებული მენტორობის ძირითად პრინციპებს. მენტორობის ფორმები სკოლებში დანერგილია როგორც შიდა, ასევე გარე მენტორობა. თითოეულ ამ ფორმას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. • შიდა მენტორობა – ხორციელდება სკოლაში მასწავლებლების მიერ. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადამზადება ყველა მასწავლებლისთვის, ვისაც აქვს სურვილი და ინტერესი, გახდეს მენტორი და რომლის მიზანია, შეცვალოს სკოლაში არსებული კულტურა (როგორც წესი, პროექტების და/ან სკოლის ბიუჯეტის მხარდაჭერით). შიდა მენტორობა ეფექტურად ხორციელდება კოლეგიალური კულტურის ფარგლებში და, როგორც წესი, არ მოითხოვს დაფინანსებას. თუმცა, არც თუ იშვიათად, სუბსიდირებული პროექტები კარგი სტიმულია შიდა მენტორობის განვითარებისა და კოლეგიალობის გაძლიერებისათვის. რეკომენდებულია, გარკვეული ფორმით დაფასება და მხარდაჭერა იმ მენტორებისა, რომლებიც კოლეგების ცოდნის გაღრმავებას უწყობენ ხელს. • გარე მენტორობა – შესაძლებელია მიწოდებული იქნას გარე მენტორების მიერ ან სხვადასხვა სასკოლო სისტემაში, მეტ-ნაკლებად ოფიციალურ დონეზე არიან განსაზღვრულნი კონკრეტული მენტორები, რომელთა დაქირავება და ანაზღაურება ხორციელდება სკოლის ბიუჯეტიდან ან პროექტების დაფინანსებიდან. ამგვარი ურთიერთობის გასამყარებლად და რესურსების ხარჯვის გასამართლებლად მენტორები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაფიოდ განსაზღვრულ საგანმანათლებლო თუ გადამზადების მოთხოვნებს.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=