COSERE_WP4_Handbook_KA

166 | COSERE 3.2. მენტორობის მოდელები ბროკერული მენტორობა ფუნქცია - მენტორი აწვდის რჩევებს სკოლის ან დასაქმების ადგილის ლოჯისტიკისა და კულტურის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მენტორი ხელს უწყობს კოლეგების ჩართულობას. მახასიათებლები - კონსულტანტის ტიპის ურთიერთობა, თანამშრომლობისა და ქოუჩინგის ნაკლები შესაძლებლობა; შესაძლოა იყოს ერთჯერადი მხარდაჭერა მანამ, სანამ სხვა ტიპის მენტორული ურთიერთობები არ ჩამოყალიბდება ან გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში ინდივიდუალური მენტორი ფუნქცია - მენტორი ადგილზეა წარმოდგენილი და შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული ახალი კოლეგისთვის. მენტორი იყენებს კონსულტანტის, თანამშრომლობისა და ქოუჩინგის მეთოდებს მსმენელის საჭიროებების მიხედვით. მახასიათებლები - წარმატებული მენტორული ურთიერთობა ორმხრივად ყალიბდება - ორივე მხარე სწავლობს და იზრდება. პროცესის „ფლობის“ განცდა უფრო მეტად ყალიბდება მაშინ, როდესაც მენტორი მოხალისეა, ხოლო მსმენელმა თავად მიიღო მონაწილეობა მენტორის არჩევაში. გუნდის მენტორობა ფუნქცია - მენტორი მუშაობს ორ ან მეტ ადამიანთან, ან ერთ პირს შეიძლება ჰყავდეს ორი ან მეტი მენტორი. აღნიშნულ მოდელში შესაძლებელია თანამშრომლობა როგორც ახალ, ისე გამოცდილ კოლეგებს შორის. მახასიათებლები - მოცემული მოდელი უზრუნველყოფს მოქნილობას, თუკი სკოლას ან სამუშაო ადგილს ჰყავს ბევრი ახალი თანამშრომელი (ან მენტორი). მოდელი ხშირად გაითვალისწინება სკოლის ან ობიექტის ფართო „სასწავლო კულტურაში“, რომელშიც ყველა თანამშრომელი მუდმივ თანამშრომლობაშია ჩართული. მენტორობის რამდენიმე მოდელი - მენტორობა ყველასთვის - არაფორმალური მენტორობა ფუნქცია ∙ ადამიანები ურთიერთობენ სხვადასხვა კოლეგასთან, საჭიროებებიდან გამომდინარე. მენტორის/მსმენელის როლები ცვალებადია – და ხშირად უწოდებენ კოლეგების მენტორობას, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური მენტორები თვითონაც შედარებით ახალბედები არიან. მახასიათებლები - ურთიერთობის სპონტანური, არაფორმალური ბუნება ხელს უწყობს თანამშრომლობას. „შემთხვევითობაზე, გეოგრაფიასა და მეგობრობაზე“ გათვლა შესაძლოა არ იყოს ყველასთვის მომგებიანი, რადგან ახალმა პერსონალმა შეიძლება თავი იგრძნოს იზოლირებულად, თუ არ იქნებიან რომელიმე მენტორულ ურთიერთობაში ჩართულნი.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=