COSERE | 167 ონლაინ მენტორობა ფუნქცია - ონლაინ კონფერენციის გამოყენებით, ახალ თანამშრომლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და საკუთარი აზრი გაუზიარონ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ კოლეგებს. მახასიათებლები - უზრუნველყოფს წვდომას სხვადასხვა რესურსსა და პერსპექტივაზე სკოლის ან სამუშაო ადგილის მიღმა. არ იქნება ყველასთვის კომფორტული გარკვეულ საკითხებსა და პრობლემებზე საუბარი „საჯარო“ ონლაინ ფორუმში. პროფესიული თემი ფუნქცია - საერთო პედაგოგიური ამოცანებისა ან/და პროფესიული ინტერესების მქონე პედაგოგები ქმნიან სასწავლო ჯგუფებს რეგიონებში ან რაიონებში. ჯგუფები ერთმანეთს ხვდებიან პირისპირ და/ან ონლაინ რეჟიმში. მახასიათებლები - აფართოებს მენტორობის ქსელს სკოლის ან დასაქმების ადგილის მიღმა. სასწავლო ჯგუფების მხარდაჭერა დირექტორთა საბჭოს დონეზე ძალიან სასარგებლოა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგის განსაზღვრა არ მოხდეს გარედან.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=