COSERE_WP4_Handbook_KA

168 | COSERE 3.3. მენტორისა და მსმენელის როლები აღნიშნულ ურთიერთობაში კონფიდენციალურობის დაცვისა და ძირითადი ღირებულებების გაზიარების გარდა, არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობები, რომლებიც მენტორმა და მსმენელმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე წარმატებული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ქვემოთ მოცემულია მენტორისა და მსმენელის 11 როლი და პასუხისმგებლობა: • კონფიდენციალურობის დაცვა მენტორმა მსმენელს უნდა მიაწოდოს რჩევები და მხარდაჭერა, ხოლო მსმენელი უნდა იყოს ღია მენტორობისადმი და ჰქონდეს სწავლის სურვილი. გარდა ამისა, მსმენელი უნდა იყოს პროგრესულად მოაზროვნე, გამოხატავდეს პატივისცემას და შეეძლოს უკუკავშირის პოზიტიურად მიღება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მენტორმა და მსმენელმა უნდა დაიცვან კონფიდენციალურობა. ნდობა, ურთიერთპატივისცემა და სწავლისადმი გაზიარებადი ვალდებულება ეფექტური მენტორი-მსმენელის ურთიერთობის საწინდარია. საუკეთესო ურთიერთობად ითვლება ის, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად დებს ინვესტიციას მსმენელის წარმატების მისაღწევად. • შეჯამება, შეჯამება, განახლება მსმენელმა მენტორული სესიის დასრულების შემდეგ უნდა შეაჯამოს სესიის დროს მიღებული ცოდნა. ამით დადასტურდება, რომ მენტორი და მსმენელი ერთმანეთს უსმენდნენ, ასევე საშუალებას მისცემს მენტორსა და მსმენელს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა მომავალი სესიებისთვის. ამის შემდეგ მსმენელი მენტორს უგზავნის ელექტრონულ წერილს, რომელშიც გამოხატავს მადლიერებას, აჯამებს მენტორობის სესიას და მიუთითებს ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებასაც მსმენელი გეგმავს. ელ.ფოსტით ამგვარი მიმოხილვის მიწოდება, მენტორისთვის არის საშუალება, დარწმუნდეს, რომ მსმენელმა გაითავისა მოსმენილი, ამასთანავე მოამზადოს აქტივობების ჩამონათვალი, რომელთა განხილვაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მოგვიანებით. და ბოლოს, მომდევნო მენტორული სესია უნდა დაიწყოს განახლებული ინფორმაციის მიწოდებით სამოქმედო პუნქტების პროგრესის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მენტორს, რომ მსმენელმა გაითავისა მოსმენილი და იმოქმედა მიღებულ რჩევებზე დაყრდნობით. მენტორისა და მსმენელის ურთიერთობა ითვლება წარმატებულად, როდესაც მათ შორის არსებობს შინაარსიანი კომუნიკაცია და პროგრესი. კომუნიკაციისა და პროგრესის უზრუნველსაყოფად, გაუგზავნეთ და გაუზიარეთ მენტორს შემაჯამებელი მიმოხილვა და აცნობეთ სიახლეები. • მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობის ჩამოყალიბება მენტორი აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი მასწავლებელი, მსმენელი კი გამოცდილი მოსწავლე. ამაში იგულისხმება ის, რომ მენტორი არა მხოლოდ პოზიტიური მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს, არამედ უნდა იცოდეს, როგორ შესთავაზოს მხარდაჭერა ეფექტური ფორმით. ანალოგიურად მსმენელი უნდა ესწრაფოდეს მიიღოს რჩევები და მზად იყოს სწავლისთვის. მენტორის რჩევა მსმენელმა ერთ ყურში არ უნდა შეუშვას და მეორიდან გამოუშვას. მსმენელმა უნდა გაიაზროს და მოგვიანებით გამოიყენოს მიღებული ცოდნა. აღნიშნული თვისებები და მკაფიოდ განსაზღვრული როლები, მენტორი/მსმენელის ურთიერთობის წარმატების საწინდარია, რადგან პროცესი ურთიერთდათმობაზეა დამყარებული.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=