COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 169 • ფოკუსის შენარჩუნება და სტრუქტურის შემუშავება მნიშვნელოვანია, რომ მსმენელმა მენტორი მოიძიოს იმ კონკრეტული უნარის მიხედვით, რომლის გაუმჯობესებაც მას სურს, ანუ უბრალოდ ბიზნეს მენტორის ყოლა საკმარისი არ არის. მსმენელი უნდა იყოს მიზანზე ფოკუსირებული (თუკი მსმენელის სურვილია მოლაპარაკების უნარების გაუმჯობესება, მან უნდა მოძებნოს მენტორი, რომელსაც გააჩნია ეფექტური მოლაპარაკების უნარები შესაბამის ინდუსტრიაში). მენტორისთვის კი აუცილებელია ურთიერთობის ჩამოყალიბება. დარწმუნდით, რომ ქმედით რჩევებს უზიარებთ მსმენელს, რომელთა ათვისებაც მას ნამდვილად სჭირდება. და ბოლოს, უზრუნველყავით მენტორობის სესიების რეგულარულობა (თვეში ერთხელ მაინც), რათა ურთიერთობის უწყვეტობა შეინარჩუნოთ. • დასახული მიზნების მიღწევა მენტორის უპირველესი დანიშნულება, განურჩევლად იმისა, პირს თვითონ სურს მენტორობა, თუ ეძებს ისეთ ადამიანს, რომელიც მენტორობას გაუწევს, არის მსმენელის დახმარება მისი მიზნების მიღწევაში. მენტორს რამდენიმე პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა ყოველთვის მისი საბოლოო მიზანია მსმენელის დახმარება მიზნების მიღწევაში. მენტორს ევალება მსმენელის მეგზურობა, რჩევების მიწოდება, უკუკავშირისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ასევე როლური მოდელის, მასწავლებლის, მრჩევლის, კონსულტანტის, სპონსორის, ადვოკატისა და მოკავშირის ფუნქციის შესრულება. მენტორმა მსმენელს უნდა მიაწოდოს ყველა ინსტრუმენტი, რათა მან შეძლოს, გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. • ნდობის გაძლიერება ჩართულობის გზით მენტორი ასწავლის მაგალითით, ხოლო მსმენელი ყოველთვის მზად უნდა იყოს მოისმინოს და მიიღოს ცოდნა. ჩართულობა მენტორი/მსმენელის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. მსმენელს სურს, მიიღოს პასუხები არა მხოლოდ როგორ, არამედ რატომ კითხვაზე, ხოლო მენტორს ევალება დაეხმაროს მსმენელს, შეძლოს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ამავდროულად, მსმენელი უნდა იყოს ღია ახალი შემოქმედებითი იდეების მოსმენისა და დასწავლისათვის. ამგვარად, ყალიბდება ნდობა მენტორსა და მსმენელს შორის, საბოლოოდ კი, აღნიშნული გამოცდილებიდან ორივე იღებს ცოდნას. • ღია და საინტერესო ტიპის კითხვების დასმა ერთმანეთისთვის სხვა ყველაფერთან ერთად, მენტორმა უნდა შეასრულონ ეშმაკის ადვოკატის როლი, ხოლო მსმენელი მუდმივად უნდა უსვამდეს მენტორს ღია და ცნობისმოყვარე კითხვებს - რა თქმა უნდა, პატივისცემის პრინციპების დაცვით. მაგალითად, როდესაც მსმენელი მოდის მენტორთან რაიმე იდეით ან კონცეფციით, მენტორი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, გააცნოს მსმენელს კონტრარგუმენტები ან ახალი ხედვები. ეს დაეხმარება მსმენელს, უფრო სწრაფად განვითარდეს, რადგან იძულებული გახდება, იფიქროს არა მხოლოდ იმაზე, რაც, მისი აზრით, იმუშავებს, არამედ იმაზეც, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები მისი იდეების გაუფასურების მიზნით. ამავდროულად, მსმენელი უნდა შეეცადოს, გააცნობიეროს მენტორის ცოდნის ყველა ასპექტი, საგნისგან განურჩევლად, რათა მიაღწიოს იმ კონკრეტულ წერტილს, როცა საკუთარ თავთან თვითონ შეასრულებს ეშმაკის ადვოკატის ფუნქციას. რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ეს დაეხმარება ორივე მხარეს, განვითარდნენ საკუთარ სფეროში, გაიმდიდრონ ურთიერთობები და ცოდნა, რომელსაც შემდგომში სხვა ადამიანებს გადასცემენ.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=