170 | COSERE • სასწავლო შესაძლებლობების შექმნა მენტორობა ნიშნავს ცოდნის გადაცემას, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მენტორი იცნობდეს და შეეძლოს მსმენელის სწავლის სტილის შესაფერისი სასწავლო შესაძლებლობების შექმნა. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მართლაც წარიმართოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მსმენელზე ორიენტირებულ მიდგომას, ანუ მსმენელის უკეთ გაცნობას, მისი სწავლის სტილის მიღმა; მენტორმა უნდა შექმნას მშვიდი, თუმცა ამავდროულად პროდუქტიული გარემო და გამოიყენოს აქტიური მოსმენის უნარები. ეს შეესატყვისება არა მხოლოდ მენტორობის დანიშნულებას, არამედ აყალიბებს ურთიერთობასა და ნდობას, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს მენტორსა და მსმენელს შორის ურთიერთობის ხარისხს. • ორმხრივი უკუკავშირის მიწოდება მენტორი და მსმენელი ვალდებულნი არიან, ერთმანეთს უკუკავშირი მიაწოდონ. მენტორს ესაჭიროება ცოდნა იმის შესახებ, გაზიარებული იქნა თუ არა მისი რჩევები მსმენელის მიერ და რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ამგვარი რჩევები მსმენელის აღქმისა და ცოდნის ბაზის გასაძლიერებლად. ამავდროულად, მენტორმა უნდა გაუზიაროს მსმენელს საკუთარი ხედვა, თუ როგორ ხედავს მენტორი მიღწეულ პროგრესს და სრულდება თუ არა მენტორის რჩევები ისე, როგორი მოლოდინიც არსებობდა. იდეების გულწრფელი გაზიარებით იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა, ორივე მხარეს შეუძლია დაგეგმოს განვითარების შემდგომი ეტაპები და დაადგინონ ახალი საკვლევი მიმართულებები. • რჩევების შესრულება და ზოგადი რჩევებისგან თავის არიდება მსმენელის ერთ-ერთი მოვალეობაა დაწყებული საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. როგორ ზღაპრულადაც არ უნდა ჟღერდეს მენტორის რჩევა, თუკი ის პრაქტიკაში არ იქნება გამოყენებული, მაშინ მისი ეფექტურობა საკამათოა! ამიტომ,აუცილებელია, რომ მენტორმა შესთავაზოს უშუალოდ კლიენტზე მორგებული რჩევები. ბევრად მარტივია ზოგადი ტიპის რჩევების მიწოდება, თუმცა, ჭკვიანი მენტორი მეტ დროს დაუთმობს თითოეული მენტორის უკეთ გაცნობას, რათა გაიგოს, თუ როგორ შეიძლება უკეთესი ფორმით მოარგოს რჩევები მსმენელს. • საკვანძო ღირებულებების გაზიარება მენტორისა და მსმენელის პასუხისმგებლობებს შორის გამოვყოფდით „საკვანძო ღირებულებების გაზიარებას“. როგორც კი ორივე მხარე ძირითად ღირებულებებზე შეთანხმდება, მათი ურთიერთობა უკვე შეიძლება განვითარებულად ჩაითვალოს. სხვა შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მხარეს შეუთავსებელი ღირებულებები აქვს, ეს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის განვითარებას.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=