COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 171 3.4. მენტორული უნარების საფუძვლები იმისთვის, რომ გახდეთ კარგი მენტორი, დაგჭირდებათ იგივე უნარები, რომლებიც ქოუჩინგში გამოიყენება, თუმცა ერთი დიდი განსხვავებით - უნდა გქონდეთ მსმენელის გარემოებების შესაბამისი გამოცდილება. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური გამოცდილება, მენეჯმენტის გამოცდილება ან უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდილება. იმისათვის, რომ იყოთ ეფექტური მენტორი, თქვენ უნდა: • გქონდეთ დახმარების სურვილი – უნდა იყოთ მზად, რომ გამოყოთ დრო სხვა ადამიანის დასახმარებლად და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა მთელი პროცესის განმავლობაში. • შეინარჩუნოთ ზრდისა და განვითარების სურვილი – განვითარება არასდროს სრულდება. იმისათვის, რომ დაეხმაროთ სხვებს განვითარებაში, პირველ რიგში, თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ ზრდაზე. არაერთი მენტორის თქმით, მენტორობა მათაც ეხმარება პიროვნულ განვითარებაში. • იყოთ თავდაჯერებული და ასერტიული – აქ არ ვგულისხმობთ ზედმეტ თავდაჯერებულობას ან უზარმაზარი ეგოს დემონსტრირებას. პირიქით, უნდა შეგეძლოთ მსმენელის კრიტიკა და გამოწვევა, თუმცა ეს უნდა მოხდეს უსაფრთხო ფორმით, რათა დაეხმაროთ მსმენელს სიტუაციას შეხედოს ახალი თვალით. • შეგეძლოთ სწორი კითხვების დასმა – კარგი მენტორის მიერ დასმული კითხვები მსმენელსუბიძგებსრეფლექსიისადაფიქრისკენ.თუმცაესარცისეადვილია,როგორც ჟღერს. სასურველია, დაფიქრდეთ, თუ რისი თქმა გსურთ მსმენელისათვის და მოიფიქროთ ისეთი შეკითხვა, რომელიც დაეხმარება მსმენელს, დამოუკიდებლად მივიდეს საჭირო დასკვნამდე. ამისთვის, შეეცადეთ, დაუსვათ მსმენელს ღია ტიპის კითხვები, რომლებზეც შეუძლებელია „კი“ ან „არა“ პასუხის გაცემა. ან დაუსვით პირდაპირი კითხვები, რამდენიმე სავარაუდო პასუხით. შემდეგ ჰკითხეთ მსმენელს, თუ რატომ აირჩია რომელიმე კონკრეტული პასუხი. • მოუსმინოთ აქტიურად – ყურადღებით გაიაზრეთ ყველაფერი, რასაც მსმენელი ამბობს. დააკვირდით მისი სხეულის ენას, შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი და გაარკვიეთ, რომელი თემის განხილვაა რთული მსმენელისათვის. დემონსტრირება იმისა, რომ უსმენთ, თავისთავად ძალიან ღირებული უნარია. ეს აჩვენებს იმას, რომ მისი საუბარი თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომ არ აპირებთ მისთვის სიტყვის შეწყვეტინებას. ეს ყველაფერი მოითხოვს მოთმინებასა და მზადყოფნას, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. • მიაწოდოთ უკუკავშირი – უკუკავშირი არა მხოლოდ ზუსტად და მიუკერძოებლად უნდა აჯამებდეს მოსმენილ ინფორმაციას, არამედ ასევე ახდენდეს კონკრეტული ასპექტების ინტერპრეტირებას, რაც სასარგებლო იქნება მსმენელისათვის. კერძოდ, მიაწოდეთ უკუკავშირი, რათა აჩვენოთ მსმენელს, რომ მისი გესმით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაეხმარებით მსმენელს სხვა პერსპექტივიდან შეხედოს სიტუაციას.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=