COSERE_WP4_Handbook_KA

172 | COSERE 3.5. მენტორის ლიდერული სტილი ალტერნატიული ლიდერობის სტილი აღნიშნული სტილი გამოიყენება, თუკი მენტორი: • ეხმარება მომავალ მასწავლებელს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა და როგორ ასწავლოს; • სთავაზობს ალტერნატიულ ვარიანტებს, მომავალი მასწავლებლის მიერ უკვე განხორციელებული ნაბიჯების შესახებ; • საშუალებას აძლევს მომავალ მასწავლებელს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგალითად, მენტორი არჩევს ერთ კონკრეტულ პედაგოგიურ მომენტს და განიხილავს მას მომავალ მასწავლებელთან. შემდეგ მენტორი საუბრობს სხვა ვარიანტებზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს გაკვეთილის გეგმის ეს კონკრეტული პუნქტი. მომავალ მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს რომელიმე შემოთავაზებულ ალტერნატივას. იმართება მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მომავალმა მასწავლებელმა ამა თუ იმ ალტერნატივის არჩევისას. ალტერნატივების ანალიზის მიზანია, მომავალმა მასწავლებელმა გააცნობიეროს, რომ არსებობს რამდენიმე ვარიანტი იმის შესახებ, თუ რა და როგორ ასწავლოს. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გამოიმუშაოს უნარი შეარჩიოს და დაასაბუთოს კრიტერიუმები, რომელთა დახმარებითაც მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=