COSERE | 173 თანამშრომლობითი ლიდერობის სტილი ამ სტილის გამოყენებისას, მენტორი თანამშრომლობს ახალ მასწავლებლებსა და კოლეგებთან, ნაცვლად მათი ხელმძღვანელობისა. მენტორი ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კოლეგებთან ერთად წყვეტს გაკვეთილის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ერთად აყალიბებენ და ტესტავენ თეორიებს, წარმოადგენენ ახალ სტრატეგიებს, რომლებიც მიაჩნიათ ქმედითად კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. პირდაპირი ლიდერობის სტილი თუკი მენტორი აირჩევს აღნიშნულ სტილს, მაშინ ის: • პირდაპირ ეუბნება მომავალ მასწავლებელს, თუ რა უნდა გააკეთოს; • აჩვენებს მომავალ მასწავლებელს, როგორ უნდა გააკეთოს ეს; • გამოთქვამს საკუთარ აზრს მომავალი მასწავლებლის მუშაობის შესახებ; • რეკომენდაციას უწევს კონკრეტული ცვლილებების განხორციელებას. ამ სტილის გამოყენებისას მენტორის დანიშნულებაა ახალი მასწავლებლის ხელმძღვანელობა და ინფორმირება, სასწავლო სიტუაციების მოდელირება და კონკრეტულ სიტუაციებში მასწავლებლის ოსტატობის შეფასება. არაპირდაპირი ლიდერობის სტილი თუკი მენტორი აღნიშნულ სტილს ირჩევს, მაშინ ის: • მოთმინებით უსმენს მომავალი მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ ანალიზს; • ცდილობს, გააცნობიეროს მომავალი მასწავლებლის ქმედება მაშინაც კი, თუკი არ ეთანხმება მას; • უზრუნველყოფს, რომ მომავალმა მასწავლებელმა თავად იპოვოს გამოსავალი პედაგოგიური პროცესის გასაუმჯობესებლად. ამ ტიპის მენტორობის მიზანია, მომავალ მასწავლებელს ჰქონდეს დისკუსიის შესაძლებლობა, რათა გააცნობიეროს, თუ როგორ წარმართავს პედაგოგიურ პროცესს, ხოლო მენტორმა სრულად გაიაზროს მომავალი მასწავლებლის ქცევა; თუმცა არ არის აუცილებელი, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მას. დისკუსია, საშუალებას აძლევს მომავალ მასწავლებელს, განსაზღვროს სამომავლო მოქმედების კურსი, საკუთარი გამოცდილებისა და მენტორის მიერ შემოთავაზებული ცოდნის საფუძველზე. დისკუსია ეხმარება ახალ მასწავლებელს გადაწყვიტოს, თუ როგორ იმუშავებს მომავალში.
RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=