COSERE_WP4_Handbook_KA

176 | COSERE დაკვირვებული გაკვეთილის განხილვა გადაწყვიტეთ: სად გაიმართება განხილვა? სად დაჯდებით თქვენ? რა კითხვებს დაუსვამთ, რათა წაახალისოთ მასწავლებლის მსჯელობა დაკვირვებულ გაკვეთილზე? როგორ უზრუნველყოფთ, რომ მასწავლებელმა ისაუბროს თავისუფლად და ღიად პროცესის შესახებ, მაშინაც კი, თუ მისი შენიშვნები არ იქნება პოზიტიური შინაარსის? გაითვალისწინებთ თუ არა რომელიმე კანონს? როგორ წაახალისებთ მასწავლებელს ისაუბროს იმაზე რასაც დააკვირდა, შეფასების ან კრიტიკის გამოხატვის გარეშე? როგორ მოახერხებთ, რომ მასწავლებელმა პარალელი გაავლოს დაკვირვებულ გაკვეთილსა და საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას შორის? როგორ აღწერდით თქვენს როლს განხილვის პროცესში? როგორ დაასრულებთ განხილვას? როგორი განწყობით გსურთ განხილვის დასრულება თქვენ და მასწავლებელს? რჩევები გაკვეთილის განსახილველად 1. მოძებნეთ მშვიდი და მყუდრო სივრცე. 2. იყავით პოზიტიური, თბილი, შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი. 3. იყავით გულწრფელი. გაიხსენეთ თქვენი პირველი გაკვეთილი. არ დაგავიწყდეთ, რომ მასწავლებლები ძალიან მგრძნობიარენი არიან კრიტიკის მიმართ, როდესაც პირველად დგამენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს პედაგოგიურ პრაქტიკაში. 4. გაკვეთილის შემდეგ მალევე არ დანიშნოთ განხილვა, თუმცა გაკვეთილის დასრულებისთანავე მასწავლებელს ყოველთვის მიაწოდეთ პოზიტიური უკუკავშირი. 5. გაანალიზეთ გაკვეთილის მიმდინარეობა: • დაუსვით კითხვები მასწავლებელს და მიეცით დრო პასუხების მოსაფიქრებლად. კითხვები ისე დაგეგმეთ, რომ მასწავლებელმა დასმული კითხვების დახმარებით, შეძლოს საგაკვეთილო პროცესის გაანალიზება. მაგალითად: “რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული დავალება? აღმოჩნდა თუ არა ის წარმატებული? რატომ ფიქრობთ ასე?” • გაანალიზეთ გაკვეთილი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და განიხილეთ თითოეული ეტაპი; • მიეცით საშუალება მასწავლებელს თვითონ მოძებნოს გამოსავალი, თუ რას გააკეთებს განსხვავებულად მომდევნო გაკვეთილზე; • გაუზიარეთ თქვენი შეხედულება, თუმცა, ასევე მოისმინეთ მასწავლებლის აზრი; 6. მასწავლებელთან ერთად დასახეთ რეალისტური, კონკრეტული მიზნები შემდეგი გაკვეთილისთვის.

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=