COSERE_WP4_Handbook_KA

COSERE | 25 2.4. ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები? ყველა გუნდი განსხვავებული ადამიანებით კომპლექტდება. გუნდებს ხშირად ხელმძღვანელობენ მარჯვე და მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც გუნდის წინამძღოლობას საკუთარ თავზე იღებენ. თუმცა, კოლექტივის ყველა წევრს არ აქვს ერთი და იგივე უნარები და ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, გუნდის ზოგიერთ წევრს არ შეუძლია ან არ სურს იყოს აქტიური კონტრიბუტორი. ასეთი მონაწილეები თითქოს აუტსაიდერებად ან ნაკლებ კვალიფიციურებად გვეჩვენებიან. სავარჯიშო რეფლექსიისთვის ინსტრუქცია: მოახდინეთ რეფლექსია თქვენს პედაგოგიურ კოლექტივზე და განათავსეთ მასწავლებლები ქვემოთ მოცემულ ცხრილში. გახსოვდეთ, რომ კლასიფიკაცია გარკვეულწილად შეზღუდულია, ამიტომ, გთხოვთ, განმარტოთ, თუ რატომ მიუთითებთ რომელიმე პედაგოგს კონკრეტულ გრაფაში. გთხოვთ, პოზიტიურად მიუდგეთ დავალებას. იმსჯელეთ შემდეგ კითხვებზე: • მასწავლებლის 2A კატეგორიაში მითითების შემთხვევაში, როგორ დაამტკიცებთ მასწავლებლის არამოსურნეობას? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? • მასწავლებლის 1B გრაფაში მოთავსების შემთხვევაში, როგორ დაამტკიცებთ მის არაკვალიფიციურობას? კონკრეტულად რომელ ასპექტში? • 2B გრაფაში მითითებულ მასწავლებლებთან დაკავშირებით, რა მტკიცებულება გაქვთ მათი არაკვალიფიციურობის შესახებ? რომელი მიმართულებით? როგორ დაგვიმტკიცებთ, რომ ისინი არ არიან მოწადინებულები? რა შეიძლება იყოს მათი თავშეკავების მიზეზი? • რა სახის მოტივაციაა ესაჭიროებათ სხვადასხვა გრაფაში მითითებულ მასწავლებლებს? როგორ შეძლებთ მასწავლებლების გადაყვანას 1B, 2A, 2B კატეგორიიდან 1A კატეგორიაში. მასწავლებლის მახასიათებელი კომპეტენტური/უნარიანი/ კვალიფიციური ნაკლებად კვალიფიციური/ არაკომპეტენტური მოწადინებული 1A 1B არამოწადინებული 2A 2B

RkJQdWJsaXNoZXIy NzYwNDE=